ქალთა დღეების გარდა, მარტი კიდევ ერთი ამჯერად არცთუ სასიამოვნო მოვლენით არის აღსანიშნავი. მხედველობაში გვაქვს საზაფხულო დროზე გადასვლა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვეულებრივი გამოუძინებელი მოქალაქესთვის ძნელად გასაგებია. რატომ უნდა დააყენოს სახელმწიფო გაჭირვება თავისი ორგანიზმის მოთხოვნილებაზე მაღლა. ამიტომ მშობლიური ქვეყნისთვის ენ რაოდენობის კილოვატი ელექტროენერგიის დაზოგვა და სამსახურის ერთი საათით ადრე დაწყების იდეა მას არ ასტიმულირებს. მაგრამ ვფიქრობთ, რომ საზაფხულო დროზე გადასვლასთან დაკავშირებით ზოგიერთი სამედიცინო მოსაზრება საინტერესოდ მოგეჩვენებათ.
დღის განრიგი
ქრონობიოლოგია გაგიგონიათ? უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, ეს ადამიანის ბიორიტმების შემსწავლელი მეცნიერებაა. ცნობილია, რომ დღე-ღამის განმავლობაში აღმავლობის და დაცემის რამდენიმე ფაზას განიცდის ჩვენი ორგანიზმი. ამასთან ირკვეთა, რომ ჩვენს ბიოლოგიურ საათებს სამუშაო გრაფიკთან საერთო არაფერი აქვთ. ე.ი. აღმავლობის ფაზა ყოველთვის სამუშაო დღის დასაწყისს არ შეესაბამება, დაქვეითების კი სადილობის დროსთან არ არის კავშირში. მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი წამოხტება დილის 5 საათზე ლოგინიდან? არადა, სწორედ ამ დროისათვის გადმოისროლება სისხლში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის კორტიზოლის საგრძნობი ნაწილი, რომელიც ორგანიზმს აქტიური ქმედებებისკენ უბიძგებს. დაახლოებით 8 საათამდე დამკვრელური შრომის შემდეგ საუზმის მიღებაც შეიძლება მერე კი კვლავ ლოგშინში ჩაწოლა და სასიყვარულორ ბატალიებში მონაწილეობაა რეკომენდებული, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება. გულისსწორს შეეშვებით თუ არა, შეგიძლიათ ხელში წიგნი აიღოთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი მეხსიერება შუადღემდეა ყველაზე აქტიური. 12-დან 15 საათამდე უსაქმურობაც დასაშვებია, რადგან ხეირიანს მაინც ვერაფერს მოახერხებთ. 15 საათისთვის ტვინი ახალი ინტელექტუალური საკვების შთანთქმისათვის მზადყოფნაშია 18-დან 20 საათამდე ფიზიკური აქტიურობის დროა. საღამოს ახალი ამბების გამოშვების შემდეგ შეგიძლიათ საკუთარ თავს მიხედოთ – ნიღაბი გაიკეთოთ. ამ დროს კანი ძალზე მგრძნობიარე და აღმქმელია 23 საათზე კი ძილი ნებისა!
ასეა საჭირო
საკითხავია, რანაირად შევუსაბამოთ ეს სულისა და სხეულის ჰარმონია რვასაათიან სამუშაო დღეს? ქრონობიოლოგები რეჟიმის ოპტიმიზაციისათვის გვთავაზობენ ლიმონისა და მელაქსენის მიღებას. ორივე პრეპარატი მონაწილეობს ციკლი „ძილისა და მხნეობის” ფუნქციონირებაში, ე.ი. ორგანიზმს, მუშაობას და დასვენებას მაშინ აიძულებენ როცა ეს ჩვენ გვჭირდება და არა მას. ბუნების კანონებით ცხოვრება ხომ ძალზე დიდი ფუფუნებაა.
დრო და მისი გამოყენება
5 საათი – გაღვიძება!
7 საათი – საუზმე: ვინც არ დაიზარა – იმან გაიხარა. მიირთვით ყველაფერი, რაც გსურთ – ამ დროს ნივთიერებათა ცვლა გააქტიურებულია.
8 საათი – შესაფერისი დროა სიყვარულისთვის.
9-დან 12 საათამდე - აზრი აქვს უცხო ენის შესწავლას შეუდგეთ. რასაც ამ დროით ინტერვალში აითვისებთ – გონებაში დიდხანს დაგრჩებათ.
12-დან 15 საათამდე – უსაქმურობა.
15 საათი – კარგი დროა სტომატოლოგთან მისვლისთვის ან ეპილაციის პროცედურის ჩატარებისთვის. მტკივნეულობის ზღვარი ამ დროს დაქვეითებულია.
18-დან 20 საათამდე - ეს დრო უმჯობესია ფიზიკური ვარჯიშებისთვის ან მასაჟისთვის გამოიყენოთ. კუნთები ამ დროს მაქსიმალურ ტონუსშია.
20 საათი - ვახშამი ყველაფერი არ არის სასარგებლო. ნაყროვანებამდე არ ჭამოთ. საჭმლის მომნელებელი პროცესი ამ დროს არც ისე აქტიურია.
21 საათი - ძილის წინ გაისეირნეთ. ნახევარსაათიანი მოკლევადიანი სეირნობაც კი დადებით ზეგავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
22-23 საათი - კვლავ სიყვარულის სიამტკბილობას შეგიძლიათ მიეცეთ, ან საუკთარ თავს მიხედოთ. გაიკეთეთ ნიღაბი.
23 საათი - ყველას ღამე მშვიდობისა!