x
image
K.P.
რის გამო უხდის საჯაროდ მადლობას ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პოლიციას?

imageნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს. არასდროს ერიდება მწვავე აზრის დაფიქსირებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ამჯერად ქართულმა პოლიციამ ნანუკასგან საჯარო მადლობა მიიღო. ჟურნალისტის ქალიშვილმა, მარიამ გეგუჩაძემ მობილური ტელეფონი დაკარგა და სწორედ პოლიციელების დახმარებით იპოვა.

"მარიამმა ტელეფონი დაკარგა. მივიდა აქვე, ჩვენს სახლთან რომ პოლიციაა. მარტო. გამოკითხეს დეტალები, ასაკი რომ გაიგეს გაყვნენ, მივიდნენ სადაც ბოლოს იყო ბავშვი. მანამდე გზაში კითხვები დაუსვეს სად სწავლობს, როგორ... სადაც მივიდნენ იქ დეტალების გამოკითხვა დაიწყეს. პარალელურად რეკავდნენ ნომერზე. ზარი გადიოდა.. მოკლედ აპოვნინეს მობილური და სახლამდეც მოაცილეს. ბოლოს უთხრეს გქონდეთ ჩვენი იმედიო. არც სახელი ვიცი და არც გვარი არცერთის, მაგრამ ფაქტია იმსახურებენ ჩემგან საჯარო მადლობას. ერთით მეტი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაზე (მარიამი) რომელიც ამ პოლიციის შენობას რამდენი შეხედავს იმდენი გაიფიქრებს, რომ აქ კარგი ტიპები მუშაობენ"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ზოგიერთები ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ირწმუნებოდნენ, რომ პოლიცია მარიამს ასე გულისხმიერად მხოლოდ იმიტომ მოექცა რომ ნანუკას შვილი იყო. "მხოლოდ უკან რომ მოდიოდნენ მაშინ გაარკვიეს რომ ჩემი შვილია. მანამდე მოქალაქე გეგუჩაძე იყო მათთვის"–ამტკიცებს ნანუკა.

image

0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0