x
image
მანჩო 777
ირლანდიელი სანტექნიკოსი 15 წელი თხრიდა გვირაბს საკუთარი საძინებლიდან უახლოეს ლუდის ბარამდე
"ირლანდიელი სანტექნიკოსი 15 წელი თხრიდა გვირაბს საკუთარი საძინებლიდან უახლოეს ლუდის ბარამდე, რათა ღამით ცოლს ჩუმად გაპარვოდა და დრო საყვარელ დაწესებულებაში გაეტარებინა", -აცხადებს Tyrone Tribulations და დამამტკიცებელ საბუთად მოჰყავს ქალაქ ომის სასამართლოს დასკვნა. გვირაბის სიგრძე მეოთხედ კილომეტრს აღწევდა.


image


როგორც აღმოჩნდა, ლუდისმოყვარულ ირლანდიელს ეს უცნაური იდეა ფილმმა "გაქცევა შოუშენკიდან" შთააგონა. რადგან მიწისმთხრელის მკაცრ ცოლს საკმაოდ ღრმა ძილი უყვარდა, ამიტომ მან პნევმატური ჩაქუჩით ისარგებლა მას შემდეგ, რაც 20 მეტრი სიგრძის გვირაბი სადილის კოვზით გათხარა.


15 წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, კერძოდ 2009 წელს, გვირაბი უკვე მზად იყო და მოხერხებული ირლანდიელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველ ღამე სტუმრობდა ლუდის ბარს მას შემდეგ, რაც ცოლი ღრმა ძილს მიეცემოდა. შეზარხოშებული და ბედნიერი მამაკაცი დილით უკან ბრუნდებოდა თავისი გვირაბით.



"მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?"- როგორც ბრძენმა ადამიანმა თქვა. ირლანდიელის ღამეულ ვოიაჟებს ბოლო მოეღო და მისი საიდუმლო გამოაშკარავდა, როცა მეზობელი სახლის კანალიზაცია, რომლის ქვეშაც გადიოდა გვირაბი, ჩამოინგრა. ქალაქის ხელისფლებამ გამოძიება ჩაატარა, თუ რის გამო მოხდა ეს ნგრევა და სამწუხაროდ, ჩვენი საბრალო ირლანდიელის ეშმაკობას ფარდა აეხადა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი ქონების დაზიანებისათვის და საკმაოდ დიდი ჯარიმაც დააკისრა.


image


P.S. თუ როგორ დასაჯა უიღბლო, ლუდისმოყვარული ირლანდიელი საკუთარმა ცოლმა, როცა მისი ღამეული თავგადასავლების ამბავი შეიტყო, - ეს ცნობილი არ არის.

9
142
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
142
  
2014, 8 ოქტომბერი, 22:49
:D ნამეტნავად
2014, 8 ოქტომბერი, 22:46
რა მკაცრი ხარ:D
2014, 8 ოქტომბერი, 22:46
ღირსები არიან კაცები:D
2014, 8 ოქტომბერი, 22:45
უფ, რა ცოლი ყოლია საწყალს :D
2014, 8 ოქტომბერი, 22:43
ჰოო ისე 5წელი კი იგულავა:D
2014, 8 ოქტომბერი, 22:42
რატომ? 5 წელი ხომ შერჩა:D
2014, 8 ოქტომბერი, 22:38
:D რისთვის იწვალა საწყალმა
2014, 7 ოქტომბერი, 21:14
:D ეტყობა ზომაზე მ,ეტად უყვარდა ლუდი
2014, 7 ოქტომბერი, 16:20
საწყალი კაცი არ ყოლია ტერორში კაცი? მერე ამბობენ ოპჯახური ძალადობისგან ქალები იჩაგრებიანო..ეს რა არი აბა?
0 1 9