საზოგადოება დიდი განხეთქილება ქართულ შოუბიზნესში, რის გამო კამათობენ ცნობილები 2014, 6 ოქტომბერი, 22:43 ასეთი დიდი და საჯარო განხეთქილება ქართულ შოუბიზნესს დიდი ხანია არ ახსოვს. როგორც ჩანს სიტყვა რუსეთი საჯარო თუ არა ქვეყნის შიდა კონფლიქტებს მაინც იწვევს. მოსკოვური თბილისობა უკვე დამთავრდა, საქართველოში კი მასზე ჭორაობასა და კინკლაობას ვერ მორჩნენ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: "მახსოვს ჩვენი "აღშფოთება" მოსკოვში მოცეკვავე თუ მომღერალ ადამიანებზე! მაშინვე ვამბობდით, აი პუტინს უმღერიან... ცუდები, ხშირ შემთხვევაში მოღალატეებსაც ვეძახდით! დღეს ყველა ჩუმად ვართ მოსკოვში წასულ ახალ შემადგენლობაზე! თბილისობა რომ იმართება თურმე ხუბუტიას ორგანიზებით. ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ!"
"რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე"
ნოე სულაბერიძე: "ბევრად ჯობია მოსკოვში იმღერო ვიდრე თბილისში დააშავო! მომღერალია და უნდა იმღეროს თბილისშიც, თელავშიც, თერჯოლაშიც, ევროპაშიც, მოსკოვშიც და სხვათაშორის სოხუმშიც!!! და საერთოდ ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს ჯობია!!! არც მე მომწონს პრორუსი პოლიტიკოსები, მაგრამ თქვენი ოჯახებიდან რუსეთში თავისი (და შეიძლება თქვენი) ოჯახების სარჩენად წასული ქართველებიც ნუ დაგავიწყდებათ სანამ ასე მარტივად 1800 კილომეტრის მანძილიდან განიკითხავდეთ!!!"
ნინო ჩხეიძის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს: "ძალიან მომბეზრდით თქვენი ფსევდო პატრიოტიზმით. საქართველოში ყველა უსაქმური ვითომ პატრიოტი და პოლიტიკოსია. პ.ს. გუშინ კითხვა დასვეს რამდენია მანძილი წაღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათია და წყალტუბოდან ლონდონამდე ნამდვილად არ ვიცი". ნინი ბადურაშვილი: "მოსკოვის ცენტრში ქართულმა დიასპორამ გამართა თბილისობის დღესასწაული, სადაც წარმოდგენილი იყო ყოველივე ის რითაც ვამაყობთ ქართველები: ქართული სამზარეულო, ღვინო და რაც ყველაზე უპირატესია ქართული ფოლკლორი ჩვენი ცეკვა და სიმღერა! იქ იმყოფებოდა მრავალი ქართველი და ფრიალებდა ქართული დროშები! ჩვენ მოსკოვში ჩასული მომღერლები ბედნიერები ვართ იმით რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი სიმღერით სიამოვნება მიგვენიჭებინა სამშობლოს მონატრებულ ქართველებისთვის!!!" ქრისტინე იმედაძე: "მოსკოვში ოდიდგანვე გიჟდებოდნენ ქართველ მომღერლებზე და ახალ იმის გამო, რომ ქართველი მომღერლები მოსკოვში წავიდნენ და იმღერეს, ამის გამო არ ღირს მათი მოღალატეებად გამოცხადება". ნაწყვეტი მამულიჩას ახსნა–განმარტებიდან: "საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას. ლელამ 1000 კაცთან გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო. ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც ქართული დროშებით იყვნენ მოსულები იქ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ... რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი. რომც აგვეღო, არც ეგაა პრობლემა." ნანუკა ჟორჟოლიანი არ ცხრება: "მოსკოვში თბილისობა დამთავრდა, ძაან საინტერესოდ. ვიღაც ადგენს წყალტუბო -ლონდონის რეისს, რა შუაშია, მაგრამ ნუ კარგია რომ არ მესმის. ვიღაც ამბობს რომ კმაყოფილია მოსკოვში ნანახ საქართველოს დროშაზე, "we dont wonna Putin- "ის ფონზე. ვიღაც იხსენებს რამდენი წელია იცნობს ხუბუტიას, ვიღაც ამტკიცებს მე სულ არ ვიყავი წინააღმდეგი სხვები წასულიყვნენო, თუმცა მისი პროტესტი არ მახსოვს კოლეგების კრიტიკის დროს მაშინ. მე კიდევ მეგონა რომ წავიკითხავდი განმარტებას: მეგობრებო არ ვიცოდი თუ ხუბუტიას დაფინანსებულ ღონისძიებაზე მივდიოდიო. რადგან იცოდნენ, რადგან ბედნიერებიც არიან და უფრო მეტიც, კმაყოფილებიც, ხუბუტია ზის ეხლა და ამბობს: ამათაც ხომ შევუკვეთეთ "მუსიკა", მალე ჩვენს დაკრულზეც იცკვებენ. ასეა ეს!" ნანუკა ჟორჟოლიანი რეიტინგული რესპოდენტების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. იქნებ ეს უკანასკნელნი მაია ასათიანს უფრო ხშირად წყალობდნენ?! მაია ჯაბუას, 16 წლის ქალიშვილი ლიზა ყენია კი მომხდარმა გააოგნა. "ეჰ, ქართველებო რამდენ ხანს უნდა ესაუბროთ ერთმანეთს სტატუსებით?! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს"-წერს ლიზა ყენია. 896 1-ს მოსწონს
|