საზოგადოება მამულიჩას განმარტება-პასუხი ლელა წურწუმიას მიმართ გამოვლენილი საზოგადოებრივი აგრესიის საპასუხოდ 2014, 6 ოქტომბერი, 18:33 ლელა წურწუმია, სხვა მომღერლებთან ერთად, განსაკუთრებული შეტევის ობიექტები გახდნენ მოსკოვში გამართულ თბილისობის ღონისძიებაზე დასწრების გამო, რასთან დაკავშირებითაც მომღერლის მეუღლეს მამულიჩას მოთმინებამ უმტყუნა :) და საჯარო წერილით მიმართა საზოგადოებას, სადაც ის დეტალურად განმარტავს მისი და მისი მეუღლის პოზიციას ამ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
საზოგადოების ნაწილმა ეს თავის მართლების ფორმად ჩათვალა, მაგრამ ჩვენის მხრივ განვმარტავთ, რომ თუ საჭიროა - მსგავსი ფორმა აუცილებელიც კია, რადგან ადამიანს ჩირქი მოსცხო, დაადანაშაულო და მან გაჩუმებით გიპასუხოს, არ ნიშნავს, რომ მისი დუმილი თანხმობის შედეგია, ამიტომ, მსგავსი სახის ე.წ. თავის გასასამართლებელი განმარტებები აუცილებელია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენდა გასაკვირად აგრესიული, დაზაფრული და რაღაცნაირი გახდა ბოლო ორი წელიწადია, თითქოს რაღაც აგრესიის ამონთხევას სხვაგან ვერ ახერხებენ და ქართული ხელოვნების მსახურთა კონკრეტულ ქმედებებში ცლიან ნეგატიურ ენერგიას (ასე იყო თემურ წიკლაურზე თავდასხმის შემთხვევაშიც, მეგის ქარდავას ქორწილში მონაწილეობის გამო, რომ დაატეხეს და წიკლაურმა საპასუხოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალური განმარტება გაავრცელა) წარმოგიდგენთ მამულიჩას ოფიციალურ განმარტებას " - საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც ტელე-კომპანიებთან და არც ჟურნალისტებთან, ლელამას ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ უბრალოდ, რომ გითხრათ: მიზეზები ბევრია…..მთავარი ის არის რომ, საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას, ლელამ 1000 კაცათნ გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო, ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც იქ ქართული დროშებით იყვნენ მისულები, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ რადგან იქ არიან და ცხოვრობენ… რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი, რომც აგვეღოო არაც ეგაა პრობლემა… საერთოდ შორს ვარ იმისგან რომ Facebook -დან ვიღაცეები ვლანძღო და ეს საერთოდ მგონია რომ არასწორია. არასოდეს არ მაინტერესებდა და არ მიკითხია, რატომ წავიდა "ერისიონი", რატომ იმღერა პაატა ბურჭულადძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა მერე ბრწყინვალების ორდენი დაკიდეთ, არასოდეს არ ჩავთვლი რომ ისინი მოღალატეები არიან, რა თქმა უნდა შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცეები, და ვიღაცეებსაც არ ესიამოვნოთ ის რომ ჩვენ წავედით, ეს შემიძლია გავიგო მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ, სასაცილოა მართლა, იმ ადამიანებისგან ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩვენზე ცირკის მოწყობა უნდა. მიშა ხუბუტიას ვიცნობ ალბათ 15 წელია, მეტი თუ არა, ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს როდესაც ჩავდიოდით რუსეთში და თუ სადმე ვხვდებოდით ხელს არასოდეს უშლიდა. მაგრამ მანდ რომ აპრიალებთ სააკშვილის სურათებს, მიშაც მეგობრობდა მასთან და ომის შემდეგაც შეხვედრია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია რომ სააკაშვილი რამე არაკართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა რო ხუბუტიას არ დაუმალავს რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო. როცა ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში საქართველოს მთვარობამ მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას…. არ დამიწყოთ ეხლა რომ იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს რომ თურმე ელოდებოდნენ რომ რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა….. არ მომეწონა, მაგრამ ღალატად არ შემიფასებია. სიმღერას თქვენ კუნტრუშს და გართობას ეძახით, ეს პროფესიააააა…. მაინც და მაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ და ვიჭიდაოთ ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში? ძალიან გვიხარია რეგბისტები სოჭში რომ ჩადიან, რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რომ უგებენ და თამაშს იქ მცხოვრები ამდენი ქართველი ესწრება, ქართველები რომ ჭიდაობენ და რომ უგებენ ფინალში და იქ, რომ პუტინი ესწრება ისინი მოღალატეები არიან? ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის, ვინმეში რამე თუ არ მომწონს პირადად ვეუბნები, და ზოგად ჩრდილში არ გადამაქვს და Facebook დან არ ველაპარაკები, არავინ არ შემიწუხებიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყეენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, (გამგები გაიგებს). ადამიანებს არასდროს არ დავუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი… ესაა ჩემი პასუხი კომპიუტერთან მჯდომ პატრიოტებს, მე ჩემი ქვეყენის და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი და არ მაინტერესებს ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიკრობს, პრობლემა ჩვენშია ქართველებში ისე გვძულს ერთმანეთი ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა გინებით ვერ ავაშენებთ, მეგობრებო! ყველას სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი... იმედია ყველა თავის დაწერილზე პასუხისმგებელია, ოღონდ იმას არ ვწამ როდესაც სხვაზე წერდით და ლელა არ გიხსენებიათ, გაიგებენ ვისაც ვგულისხმობ“, - წერს სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილი 1056 1-ს მოსწონს
|