x
image
მანჩო 777
ტრანსპორტირების მეფეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
სომალი


image

სომალელი დიქტატორის, მუჰამედ სიად ბარის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში არ შემწყდარა არეულობა და ომები. გარდამავალი ხელისუფლება ქვეყნის ძირითად ნაწილს ვერ აკონტროლებს, ამიტომ ქვეყანაში გამეფებულია კრიმინალი და უკანონობა. ადამიანების ერთ ნაწილს მოჰყავს სიმინდი, მეორე ნაწილი კი იპარავს მას. როგორც სურათიდან ჩანს, სომალის სისხლის სამართლის კოდექსში დღემდე არ შეუტანიათ მუხლი სიმინდის დიდი რაოდენობით ქურდობასთან დაკავშირებით.



ავღანეთი


image



საბჭოთა ჯარების გამოყვანის დროს ამ ქვეყნიდან თითოეული საბჭოთა ჯარისკაცი, ვინც კი ავღანეთს ტოვებდა, ცდილობდა, რაიმე მაინც წამოეღო სამახსოვროდ. ასე, მაგალითად, პრაპორშჩიკმა, გვარად კილივანოვმა, სახლში წაიღო ერთი მანქანა შეშა, მოპარული ველოსიპედი "უკრაინა" და ..."მოშინაურებული "დუშმანი.



ვიეტნამი


image


ადგილობრივი ხელმარჯვე ოსტატების ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს უცხოელ ტურისტებში. ამ უცნაური კალათების დანიშნულება არც ადგილობრივმა ოსტატებმა იციან და არც ქვეყნის სტუმრებმა, თუმცა ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება.



აშშ


image


თუ ჩვენს ქვეყანაში სახლს სხვის მიწაზე დადგამთ, მას უბრალოდ დაანგრევენ, აი აშშ-ში კი სახლს ევაკუატორი უბრალოდ გადაიტანს ერთი ადგილიდან მეორეზე.



ჩინეთი


image


გასაოცარი არაა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მეხუთედს შეადგენს, უამრავი რაოდენობით ნაგავს ყრის. ამ ყმაწვილს მისი შეგროვება და გადატანა უწევს... ნამდვილად თანაგრძნობის ღირსია ის.



ინდოეთი


image


ინდოეთის ქალაქ პუშკარში მდებარეობს ქვეყანაში ერთადერთი ბრაჰმას ტაძარი. ყოველი წლის ნოემბერში, სავსე მთვარის დროს, ქალაქში უამრავი მომლოცველი იკრიბება, რომ შეასრულონ წმინდა განბანვის რიტუალი. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ჟურნალის რედაქცია ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას ფართოდ გააშუქოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და მთელი შემადგენლობით მიემგზავრება ხოლმე მოვლენის ადგილზე.



საფრანგეთი


image


მას შემდეგ, რაც ილფისა და პეტროვის იუმორისტული მოთხრობა "12 სკამი" ფრანგულ ენაზე გადათარგმნეს, ბაყაყისჭამია ფრანგები თითქოს ჭკუიდან შეიშალნენ. როგორც ჩანს, ფრანგებმა რომანი ბოლომდე არ წაიკითხეს.



ტაილანდი


image


ტაილანდის კალათბურთის ფედერაციამ ახალი წესი დააწესა: ამ წესის თანახმად მოედანზე კალათების რაოდენობა შეიძლება უამრავი იყოს (ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით).



ჩრდილოეთი კორეა


image


როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, რომ გაითვალისწინოს ბარაქ ობამას თხოვნა და დახუროს ბირთვული პროგრამა. სანამ კიმ ჩენ ირის მთავრობა ფიქრობს, როგორ გააკეთოს ეს, მანამდე ფაბრიკებისა და ქარხნების მეპატრონეები ადგილზე ახდენენ კონვერსიას. ასე, მაგალითად, ფხენიანის სამხედრო ქარხანამ დაიწყო პლასტმასისაგან ყოველდღიური საყოფაცხოვრები ნივთების მასობრივი წარმოება.

3
1070
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1070
  
2016, 5 ივნისი, 12:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 8 ოქტომბერი, 22:44
დუშმანები ავღანელი პარტიზანები იყვნენ, რომლებსაც საბჭოთა ჯარები ებრძოდნენ..... ჰოდა როგორც ჩანს, მაგ უკრაინელმა ერთ-ერთი ეგეთი დუშმანი ტყვედ აიყვანა და თან წამოიყვანა სახლში მოსამსახურედ:D
2014, 8 ოქტომბერი, 22:43
:D მოშინაურებული დუშმ,ან რაარის?
0 1 3