x
image
K.P.
ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამაც თავი მოიკლა

image2013 წლის 17 ნოემბერს ნინო გვასალია სახლიდან გავიდა, უკან აღარ დაბრუნებულა. გოგონამ წერილი დატოვა: "დედიკო და მამიკო აღარ მინდა თქვენი ნაწილი ვიყო. ჩემი წერილი არის პინქ ფლოიდის ცნობილი სიმღერის "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ" საუნთრეკი". სოციალური ქსელები, ჟურნალ-გაზეთები ნინოს ფოტოებმა მოიცვა. მთელი ქვეყანა იმედოვნებდა, რომ ნინო გამოჩნდებოდა.

10 ნოემბერს კი გოგონა მუხათწყაროს ტყეში ბაიკერებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცნობილია, რომ ნინო გაუჩინარებიდან მალევე გარდაიცვალა, სხეულზე კი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

დღეს ნინო გვასალიას უმცროსმა ძმამ, თავი მოიკლა. როგორც ცნობილი ხდება ლალი ცინცაძემ, გვასალიების დედამ მეორე შვილის სიკვდილს ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა. ქალბატონმა ლალიმ წამლების დიდი დოზა დალია და ამჟამად საავადმყოფოშია. რა მოხდა სინამდვილეში ამას სამართალდამცავები არკვევენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს: "თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე".

ვუსურვოთ ქალბატონ ლალის გამოჯანმრთელება და მხნეობა.

0
252
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0