საზოგადოება როგორ ჩაიარა თბილისობამ მოსკოვში და ცნობილების კომენტარები 2014, 5 ოქტომბერი, 23:05 ![]() "თბილისობის დღესასწაულზე მოსკოვში არასდროს არ ვყოფილვარ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მონატრებული ქართველებისათვის შემიძლია შევასრულო რამოდენიმე სიმღერა"-ამტკიცებს ლელა წურწუმია. ქართველების ვიზიტმა მოსკოვში ქართველების ნაწილი გააღიზიანა. როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ოკუპანტ ქვეყანაში ქართველები კონცერტებს არ უნდა ატარებდნენ. "მახსოვს ჩვენი "აღშფოთება" მოსკოვში მოცეკვავე თუ მომღერალ ადამიანებზე! მაშინვე ვამბობდით, აი პუტინს უმღერიან... ცუდები, ხშირ შემთხვევაში მოღალატეებსაც ვეძახდით! დღეს ყველა ჩუმად ვართ მოსკოვში წასულ ახალ შემადგენლობაზე! თბილისობა რომ იმართება თურმე ხუბუტიას ორგანიზებით. ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ!"-წერდა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. "ბევრად ჯობია მოსკოვში იმღერო ვიდრე თბილისში დააშავო! მომღერალია და უნდა იმღეროს თბილისშიც, თელავშიც, თერჯოლაშიც, ევროპაშიც, მოსკოვშიც და სხვათაშორის სოხუმშიც!!! და საერთოდ ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს ჯობია!!! არც მე მომწონს პრორუსი პოლიტიკოსები, მაგრამ თქვენი ოჯახებიდან რუსეთში თავისი (და შეიძლება თქვენი) ოჯახების სარჩენად წასული ქართველებიც ნუ დაგავიწყდებათ სანამ ასე მარტივად 1800 კილომეტრის მანძილიდან განიკითხავდეთ!!!"-წერს ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში. 220 2-ს მოსწონს 1-ს არა
|