x
image
პერსეპოლისი
"შუა ქალაქში" ძველი გმირებითა და ახალი სერიებით

image

მონატრებული ქართული ტელესერიალი, სიტუაციური კომედია
“შუა ქალაქში'', ამბავი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის
ერთ-ერთ უბანში ცხოვრობენ, უცვლელი შემადგენლობითა და
სიუჟეტური ხაზით ტელეეკრანებზე ბრუნდება. ირაკლი და მარიკა
ჩხეიძეები დათოსთან ერთად, თამარ და ქეთევან ღლონტები მეუღლეებთან ერთად, სანდრო და დანარჩენი მთავარი გმირები, მაყურებელს უბრუნდებიან და საინტერესო სიახლეებს გვპირდებიან.
მთავარი სიახლე - მოქმედება და გმირების ცხოვრება სერიალში 10 წლის შემდეგ და ახლა უკვე tv11- ის და მაესტროს ეთერში განვითარდება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, ცნობილი სერიალის გადაღებები უკვე დაწყებულია და პირველი სერია ჩაიწერა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი უცნობია. დავით გოგიჩაიშვილი და მსახიობები იმედს გამოთქვამენ, რომ პროექტი გაამართლებს, რის თქმის საფუძველსაც, საზოგადოებრივი გამოკითხვა იძლევა.


სერიალის პირველი სერია ეთერში 7 წლის წინ, 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. მანამდე კი, ღამის შოუ სტუდიის შემადგენლობა
2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული
სიტკომების პროდიუსერებსა და სცენარისტებს, დაესწრო ჩაწერების
პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება. შოუს სტილი და იუმორი მისი მასობრივი პოპულარობის მიზეზი გახდა.


0
229
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0