საზოგადოება ქართველი მომღერლები მოსკოვში, დღეს რუსებს გაართობენ 2014, 4 ოქტომბერი, 13:44 4 ოქტომბერს ქართული ესტრადის ვარსკვლავები, რომელთა შორის რამდენიმე რუსეთში მოღვაწეცაა - მოსკოვში, ცნობილ ერმიტაჟის ბაღში, მოსკოვის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისობისადმი მიძღვნილ საკონცერტო პროგრამას გამართავს. ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე, ანსამბლი „მეტეხი“ და ჯგუფი „ფრანი“ საქართველოდან და რუსეთიდან - სოსო პავლიაშვილი, ირაკლი ფირცხალავა და თამრიკო გვერდწითელი, რუს მსმენელს და მაყურებელს საკუთარ რეპერტუარს შესთავაზებენ. ამ ფაქტმა საქართველოში რადიკალურად მძიმე ემოციები გამოიწვია და ამ ემოციებს ერთგვარი გაკვირვებაც კი მოყვა, რადგან - იგივე ლელა, ნინი და ნინო რუსეთში ერთი პერიოდი თითქოს „პერსონა ნონ-გრანტად“ ითვლებოდნენ, მათი სააკაშვილის მთავრობის დროს განსაკუთრებულად პრივილეგირებული მდგომარეობის გამო და სწორედ ამ ფაქტმა, რომ რუსეთისთვის მიუღებელი ეს მომღერლები, განსაკუთრებულად - ნინი ბადურაშვილი, რომელსაც ცნობილ ჰიტში, მონაწილეობის გამო (გახსოვთ ხო სტეფანე, ნინო გაჩეჩილაძე, ქრისტინა იმედაძე და ნინი ბადურაშვილის „ევროვიზიისთვის“ შესრულებული ანტიპუტინური სიმღერა?) მოსკოვში, „ევროვიზიაზე“ ჩასვლის შემთხვევაში სკინჰედები მკვლელობითაც კი ემუქრებოდნენ, - დღეს რუსების ხელგაშლილობით ისარგებლებენ. რათქმაუნდა შესანისნავია, როცა ხელოვნებას, კულტურას და საერთოდ, კულტურულ ღონისძიებებს ერებს შორის, პოზიტიური გამოძახილის შეტანა შეუძლია და მისასალმებელიცაა ის, ფაქტი რომ თუნდაც ეს მომღერლები მოსკოვში აღარასოდეს აღარ იქნებიან „პერსონა ნონ-გრანტებად“ დასახელებულნი და თავისუფლად შეძლებენ თავიანთი შემოქედების გატანას რუსეთში. დავუბრუნდებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებს და მოსახლეობის უკიდურესად მაღალი შკალით აღშფოთებას, რომლებიც ისეთ რამეებს წერენ სახალხოდ, რომ ჩვენც კი გაგვიკვირდა, როგორ ახსოვს ამ ხალხს ყველაფერი? - ეს ის, ლელა და ჩხეიძე არ არიან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 12 აგვისტოს რუსთაველზე კონცერტში რომ მღეროდნენ და რუსეთს აგრესორს და ოკუპანტს ეძახდნენ (და სამართლიანადაც), ახლა რა დაემართათ, რა გადაუხადეს ამისთანა რომ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში მღერიან და თანაც თბილისობისადმი მიძღვნილ კონცერტზე? - ამ „მეტეხმა“ ერთი „ჩემო ფერია“ იმღერა და ახლა ამით უნდა მოეფერონ ალბათ ხო ჩვენს ქართველებს, რუსეთში რომ თავისუფლად გრძნობენ თავს? განსაკუთრებულად მოსკოვში მცხოვრებ თბილისელებს ხო? - ნინო ჩხეიძე ვანო მერაბიშვილის პირადი მეგობარი, რომ იყო ეს მოსკოვის მთავრობას დაავიწყდა თუ რაღაც ახალ გარიგებას აქვს ადგილი? - „ფრანის“ ბიჭები ქართველი პატრიოტები მეგონენ და ასე რამ გააშარჟა, რომ მოსკოვში სიმღერას დათანხმდნენ? ალბათ მათი არცერთი ძმაკაცი ან ახლობელი არ მოუკლავს რუს ომის დროს ხო? ... აი, დაახლოებით ამ გაწყობის აგრესიული პოსტები ქვეყნდება სოციალურ ქსელებში და სამწუხაროდ არ გვიკვირს ხალხის ეს აგრესია, თუმცა გვინდა ჩვენი პოზიციაც დავაფიქსიროთ აქვე და განვაცხადოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ - სწორედ ხელოვნებაა ის საშუალება რასაც ერების შერიგება და გაერთიანება, დაძმობილება და მშვიდობის მოტანა შეუძლია, ყოველთვის კარგი იქნებოდა - პოზიციის დაფიქსირება სახალხოდ, ნებისმიერი ხელოვანის მიმართ, თორემ - რუსეთი, რომ საქართველოსთვის ფულის შოვნის საუკეთესო ადგილი და საშუალებაა, ამაში არ ვდაობთ და ასეც უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა შეძლოს ფულის შოვნა რუსეთში, რა საშუალებითაც შეიძლება ეს - ზოგმა კულტურით, ზოგმა სპორტით, ზოგმა ვაჭრობით, ბოლო-ბოლო ეს ის, ქვეყანაა, სადაც ფეკალური მასების გაყიდვითაც კი, იშოვის ადამიანი დიდ ფულს (ირაკლი ოქუაშვილი) 256 2-ს მოსწონს
|