საზოგადოება როგორ ატარებს დროს ნინი ბადურაშვილი საკუთარ ქალიშვილთან? (+ფოტოები) 2014, 3 ოქტომბერი, 23:31 ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ რამდენიმე თვეში მოასწრო. ნელ-ნელა ყველაფერი სალაგდა, თუმცა ნინის პირადი ცხოვრება საზოგადოებას დღემდე ძალიან აინტერესებს. მომღერლის ყოველი მცირედი აქტიურობაც კი სოციალურ ქსელში ყვითელი პრესის ფურცლებზე ხვდება. ნინი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ფიქრობს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალიშვილი, ელენე კუტალაძეა, შემდეგ კი უკვე კარიერა. მომღერალი გათხოვებასაც არ გამორიცხავს, თუ რა თქმა უნდა სასურველ მამაკაცს შეხვდება. პატარა ელენეს დაბადებამ ნინის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. დატვირთული დღის შემდეგ მომღერალი შინ მირბის, სადაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არსება, პატარა ელენე, ელოდება. მომღერალს სულ მალე პოპულარულ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიხილავთ. ნინის მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იქნება. ვუსურვოთ მათ წარმატებები და გამარჯვება. 838 2-ს მოსწონს
|