სხვა ვარსკვლავები, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის 2015 წლის გამოცემაში მოხვდნენ 2014, 3 ოქტომბერი, 17:23 გინესის რეკორდების წიგნი, რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს მოიცავს, ყველაზე გაყიდვად წიგნად არის აღიარებული. ეს არის წიგნი, ყველაზე სწრაფის, დიდის, პატარის, გრძელის, მოკლეს და სხვა ზედსართავი სახელებით გამომხატველი მოქმედებებისა თუ მოვლენების შესახებ. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის 2015 წლის შესწორებები უკვე გამოიცა და 9 სექტემბერს 60 წლის იუბილეც აღინიშნა. ამ სტატიაში გთავაზობთ, იმ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს, რომლებიც თავიანთი პოპულარობითა და ამა თუ იმ ქმედებით, 2015 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების გამოცემაში შევიდნენ : შაკირა - ყველაზე მეტად მოწონებადი ადამიანი „ფეისბუქზე“. ბიონსე - ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომის ავტორი. მაილი საირუსი - ყველაზე ძებნადი პოპ ვარსკვლავი ინტერნეტში. კეტი პერი - მას ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს „თვითერზე“. ვინ დიზელი - მსახიობის მიერ დადებულ ამ ფოტოს ყველაზე მეტი მოწონება აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, რაც მსახიობ პოლ უოკერის გარდაცვალებას უკავშირდება. ემინემი - მან ყველაზე მეტი სიტყვა წარმოთქვა სიმღერის შესრულებისას. კერძოდ, 6 წუთისა და 4 წამის განმავლობაში 1, 560 სიტყვა. მეტალიკა - პირველი ჯგუფი, რომელიც შვიდივე კონტინენტზე წარსდგა მაყურების წინაშე. რობერტ დაუნი უმცროსი - მან ყველაზე სწრაფად დააგროვა მილიონი მიმდევარი „თვითერზე“. 211 4-ს მოსწონს
|