x
image
beko777
ორმაგი ტრაგედია რუსთაველის თეატრში - "თავგასას" ხსოვნის კონცერტზე მისი სიდედრი გარდაიცვალა
imageლეგენდარული ანსამბლის "ქართული ხმების" - დავით გოგიაშვილი ("თავგასა") ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ ხასაითს ატარებდა თავისი ფორმატის გამო, დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ უფრო დიდი ტრაგედია მოხდა, - პარტერის პირველ რიგში მსხდომი ქალბატონი მოულოდნელად დარბაზშივე, კონცერტის მიმდინარეობის დროს ცუდად გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა, როგორც აღმოჩნდა ქალბატონი - "თავგასას" სიდედრი იყო.


imageტრაგიკულმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა დამსწრე საზოგადოებაზე, ორგანიზატორებზე და საერთოდ ყველაზე, ვინც კი, ამ საღამოზე უნიჭიერესი და ლეგენდარული მომღერლის ხსოვნის საპატივცემულოდ მივიდა, რომ - ავტომატურად კონცერტი ჩაიშალა, პოლიციამ მაყურებელი დარბაზიდან გამოიყვანა და საგამოძიებო პროცედურებით დაკავდა.


არც კონცერტის ორგანიზატორს დავით ოქიტაშვილს და არც "თავგასას" შვილს, პოპულარულ ტელე-წამყვან - სალომე გოგიაშვილს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ მომხდართან დაკავშირებით, და როგორც ხმა გავრცელდა ქალბატონი - გულის შეტევით გახდა ცუდად და ადგილზევე დაიღუპა.


"ვარსკვლავები" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ ტრაგედიის გამო და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით



image

1
2404
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
2404
  
2014, 22 ნოემბერი, 10:54
წაიყვანა სიდედრი თან..... ეტყობა მაგრა უყვარდა.....
0 1 1