კინო 9 მსახიობი, რომელთაც მილიონებს მხოლოდ იმიტომ უხდიან, რომ საკუთარი თავი ითამაშონ 2014, 30 სექტემბერი, 17:34 ამ სტატიაში გთავაზობთ 9 ცნობილ მსახიობს, რომლებსაც უამრავ თანხებს უხდიან მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავი ითამაშონ ფილმში. ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟისორი, რომელსაც სცენარში ისეთი პროტოტიპი ჰყავს, რომლის თვისებებიც ამ მსახიობების თვისებათა ანალოგიურია, მათ ურჩევნიათ დაიქირავონ სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ზედმეტი თამაში არ დასჭრდება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის, თუ რატომ არიან ეს მსახიობები ზუსტად ერთნაერები თავიანთ ყველა კინოროლის შესრულებისას. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჯიმ ქერია, რომლის ფასმაც ფილმ „ტრუმენის შოუს“ შემდეგ საგრძნობლად აიწია.მანამდე კი, ის პირველი მსახიობი იყო, რომელმაც 1996 წელს 20 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ახლა კი გთავაზობთ, ამ მსახიობების ღირებულებას, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა. რა თქმა უნდა, ოსკარი და სხვა დანარჩენი ჯილდოები მათ ღირებულებას ერთი ორად ზრდის. 9. მაიკლ სერა - 20 მილიონი აშშ დოლარი. 8. ჰელენა ბონემ კარტერი - 24 მილიონი აშშ დოლარი. 7. ვილ ფერერი - 80 მილიონი აშშ დოლარი. 6. მორგან ფრიმენი - 150 მილიონი აშშ დოლარი. 5. ჯიმ ქერი - 150 მილიონი აშშ დოლარი. 4. სამუელ ელ ჯექსონი - 170 მილიონი აშშ დოლარი. 3. ვილ სმიტი - 200 მილიონი აშშ დოლარი. 2. არნოლდ შვარცნეგერი - 300 მილიონი აშშ დოლარი. 1. ადამ სენდლერი - 300 მილიონი აშშ დოლარი. 345 2-ს მოსწონს
|