x
image
beko777
Mediator image
პატრიარქმა მედიას მოუწოდა, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი

imageსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მედიას მოუწოდებს, ნაკლებად გააშუქოს კრიმინალი, ობიექტურობა გვაიძულებს განვაცხადოთ, რომ სოციალურ ქსელში პატრიარქის ამ განცხადებამ აზრთა მკვეთრი სხბაობა გამოიწვია და როცა ერთნი უწმინდესის სიტყვის მოსმენას რეკლამირებდნენ, სხვანი აცხადებდნენ, რომ - სანამ საკუთარ ოჯახებზე არ შეგეხებათ გაზრდილი კრიმინალის მაგალითები და შემთხვევები, მანამდე ვერ მიხვდებით რომ განგაშის ზარების ჩამოკვრა, სიუჟეტების არგაკეთებაში კი არა - კრიმინალთან ბრძოლაშიაო და მასთან ქმედითი ღონისძიებებსი განხორციელებაში, რაშიც შეუძლებელია არ დაეთანხმო ადამიანი


image" თითქმის ყოველდღე აცხადებენ იმის შესახებ, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, შვილმა მშობლები დახოცა, მშობლებმა შვილები დახოცეს და მრავალი ასეთი სხვა. ამას აჩვენებენ, როგორც რაღაც აუცილებელს. მე მინდა მივმართო ჩვენს პრესას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს რადიოს, მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს ხელისუფლებას, რომ როცა ჩვენ ვაცხადებთ ასეთ ნეგატიურ მოვლენებს, ჩვენ ტრავმირებას ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს, რომ ხალხმა შეიძლება ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინოს, ამიტომ იქნებ არის საშუალება იმის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვთქვათ ამ მკვლელობების შესახებ", - განაცხადა ილია მეორემ და დასძინა, რომ ეს არის დიდი ჭრილობა და ტკივილი ყველა ადამიანისთვის.


image"როცა ჩვენ ვაცხადებთ მკვლელობების შესახებ, ამით ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს თაობას, რომ ეს დასაშვებია და ეს შეიძლება მოხდეს დღევანდელ დღეს. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი როცა უყურებს ამ მკვლელობებს, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ომებს, სიკვდილს, საშინელ სტრესში ვარდება და ამიტომ ნუ ვიზამთ ამას. ხომ კეთდება სიკეთეც. ბევრი სიკეთე კეთდება დედამიწაზე და ჩვენთანაც. ვთქვათ ამ სიკეთეზე, ვანუგეშოთ ჩვენი ხალხი, რომ საჭიროა სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ადამიანს აძლიერებს, იმედს აძლევს მომავლისას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენი ხალხი ღვთის რჩეულია. რჩეული რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალი", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0