x
image
მანჩო 777
"გაქცევა შოუშენკიდან "– კლასიკად ქცეულ ფილმს ოცი წელი შეუსრულდა
1994 წლის 23 სექტემბერს ამერიკაში შედგა ფრენკ დარაბონტის ფილმის - "გაქცევა შოუშენკიდან" პრემიერა. ფილმი სტივენ კინგის ნაკლებადცნობილი რომანის საფუძველზე შეიქმნა. თავდაპირველად ფილმი მოკრძალებული რაოდენობით ჩაუშვეს გაქირავებაში-ის სულ 33 კინოთეატრში აჩვენეს და მან მილიონ დოლარამდე ძლივს გამოიმუშავა. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ერთი წლის შემდეგ ფილმს "გაქცევა შოუშენკიდან" საკულტო კინოლენტის წოდებას მიანიჭებდნენ და ის საოცარ პოპულარობას მოიხვეჭდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


image


გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ შესანიშნავი, თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის შესახებ.


image



ფილმის სახელწოდება თავდაპირველად საშინლად არ მოსწონდა რეჟისორს. საქმე თავად ციხის დასახელება "შოუშენკს" შეეხებოდა. ის საკმაოდ ძნელადწარმოსათქმელი სახელი იყო მსახიობებისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ თვითონ მაყურებელზე. ამიტომ განიხილებოდა ფილმის სათაურის რამოდენიმე ვარიანტი: "იმედის კედლები", "განაჩენი" და "იმედი ბოლოს კვდება".


image


ტიმ რობინსი მთავარ როლზე თავად მორგან ფრიმანმა შესთავაზა რეჟისორს. ერთ - ერთ მთავარ როლზე ფრიმანის დამტკიცების შემდეგ რეჟისორმა მას მისცა რამოდენიმე მსახიობის სია და ჰკითხა, თუ ვისთან ერთად ისურვებდა თამაშს. მორგანმა უყოყმანოდ აირჩია ტიმ რობინსი.


image


ფილმის დასაწყისში არის სცენა, სადაც მისი გმირები ლუდს სვამენ ბოთლებიდან, რომელთაც ალუმინის მოსახრახნი თავსახურავები აქვს. ეს დიდი უზუსტობა იყო-იმ დროს, როცა ეს ეპიზოდი ხდებოდა, ალუმინის თავსახურავებს ჯერ კიდევ არ იყენებდნენ. ისინი წარმოებაში მხოლოდ ათი წლის შემდეგ ჩაუშვეს.


image


წიგნში მთავარი გმირი ენდი აღწერილია, როგორც ტანდაბალი ადამიანი, ფილმში კი მისი როლის შემსრულებელი ტიმ რობინსი პირიქით, საკმაოდ მაღალი მამაკაცია-196 სმ სიმაღლის. ასეთივე შეუსაბამობაა მორგან ფრიმანის გმირის მიმართებითაც - მისი ორეული რომანში 30-40 წლის თეთრკანიანი ირლანდიელია.

ფილმზე მუშაობის დროს ფრენკ დარაბონტი შთაგონებული იყო მარტინ სკორსეზეს ფილმით "მაგარი ბიჭები". სწორედ მასთან მიმბაძველობით გაჩნდა ბევრი კადრი "შოუშენკში".


image


ოჰაიოს შტატის ქალაქ მენსფილდის ციხის ძველი შენობა, სადაც გადაღებულია ფილმის უმეტესი ცოცხალი კადრი, ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე უნდა დაენგრიათ. მისი დანგრევა გადატანილი იქნა ფილმის დასრულებამდე. საბოლოო ჯამში ციხეს დემონტაჟი გაუკეთდა, დარჩა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა, სადაც დღეს მუზეუმია გახსნილი.


image


ცნობილი კადრი, სადაც ენდი მიწისქვეშა გვირაბიდან ძვრება თავსხმა წვიმაში, ერთადერთი აღმოჩნდა მთელი იმ დუბლებიდან, რაც კი ამ სცენისათვის გადაიღეს. დანარჩენი კადრები უხარისხო იყო რასფოკუსის გამო.


image


სცენას, სადაც რედი ბეისბოლის ბურთს ისვრის, მთელი 9 საათი იღებდნენ. ამის გამო მორგან ფრიმანს ისე დაეჭიმა ხელი, რომ მეორე დღეს გადაღებებზე კისერზე ჩამოკიდებული ხელით გამოცხადდა.


image


გადაღებების დროს მსახიობებს ხშირად ღალატობდათ ნერვები, ეს გამოწვეული იყო ფრენკ დარაბონტის მიერ უამრავი დუბლის გადაღების მოთხოვნით. ხშირად რეჟისორი არც კი უხსნიდა მსახიობებს, თუ რა საჭირო იყო ამდენი დუბლის გადაღება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მორგან ფრიმანი საშინლად გაბრაზდა და უარი თქვა შემდეგი დუბლის გადაღებაზე.


ენდის როლზე კასტინგი ტომ კრუზმაც გაიარა, მაგრამ გადაღებაზე უარი თქვა იმის გამო, რომ რეჟისორი დებიუტანტი იყო. ის თანახმა იყო მიეღო მთავარი როლი, თუ ფილმის რეჟისორი რობ რაინერი იქნებოდა (სწორედ მას უნდოდა ამ ფილმის გადაღება თავდაპირველად).


image


სცენა, სადაც ენდი ფირფიტას უსმენს ოპერიდან "ფიგაროს ქორწინება", გაჩნდა ფილმში იმის გამო, რომ თავად რეჟისორი უსმენდა ამ ოპერას, როცა ფილმის სცენარს წერდა, ხოლო მომენტი, როცა ენდი მუსიკას ხმას უწევს ციხის ზედამხედველების გასაღიზიანებლად, თავად რობინსის იდეა იყო.


image


ტიმ რობინსი დიდხანს უარობდა კანალიზაციის სცენის გადაღებაში მონაწილეობას, რადგან გადაღებებზე გამოყენებული წყალი ექსპერტმა ჯანმრთელობისათვის საშიშად მიიჩნია მასში შხამიანი ნივთიერებების არსებობის გამო. ფილმის შემქნელებიდან არავის არ უნდოდა სხვა სალოკაციო ქსელის პოვნა, არც კასკადიორის გამოყენება რობინსის მაგივრად, ამიტომ მსახიობი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.


image

0
316
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0