x
image
worldsport.ge
პირლოს იანვრიდან MLS-ში ელიან

imageტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ დიდი შანსია იანვრიდან კარიერა MLS-ის კლუბ “ლოს ანჯელეს გელექსიში” განაგრძოს. როგორც ESPN-ი იტყობინება, იტალიის ეროვნული ნაკრების 35 წლის მოთამაშე ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის ლიდერად ესახება და მას ლენდონ დონოვანის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც კარიერის დასრულებას აპირებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, პირლო დონოვანს არამარტო მოედანზე შეცვლის, არამედ კლუბში ანაზღაურების მხრივ “ზღვარს მიღმა” ფეხბურთელის ადგილსაც დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოამერიკულ ლიგაში კლუბებს შეუძლიათ ჰყავდეთ თითო ფეხბურთელი, რომელსაც რეგლამენტით დაწესებულ ზღვარზე მაღალ ხელფასს გადაუხდიან.
პირლოს ამერიკაში გადაბარგება გასულ ზაფხულსაც შეეძლო, თუმცა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.


www.worldsport.ge

Epa.eu-ს ფოტო

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0