საზოგადოება წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია 2014, 22 სექტემბერი, 14:49 პლასტიკური ქირურგია უკვე ისეთ დონეზეა, რომ ზოგიერთი პიროვნება ცდილობს რადიკალურად შეიცვალოს საკუთარი გარეგნობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვერც კი იცნობთ. ტაილანდში მომხდარმა შემთხვევამ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.
ბიჭმა არამარტო სქესი შეიცვალა, არამედ გაიკეთა ლიპოსაქცია, შეიცვალა კანის ფერი და შედეგად მსუქანი, მუქკანიანი მოზარდი გადაიქცა მომხიბვლელ, ლამაზი გარეგნობისა და ფორმების, თეთრ გოგონად.
ტაილანდში სქესის შეცვლის ოპერაცია სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად იაფია და ამიტომ აქ იშვიათობას არ წარმოადგენს ლამაზი გარეგნობის გოგონები, რომლებიც წარსულში მამაკაცები იყვნენ...
ჩინეთის ერთ-ერთ ონლაინ პორტალში, ცოტახნის წინ გამოჩნდა ტრანსსექსუალის ფოტო. ამ პორტალის მომხმარებლებმა მაშინვე დააფასეს მომხიბვლელი გოგონას გარეგნობა, მგრძნობიარე თვალებით, გრძელი თმითა და ღრმა დეკოლტეთი.
გოგონას სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მხოლოდ ოპერაციის შემდგომი ფოტოები ჰქონდა ატვირთული, მაგრამ ხალხი შოკში ჩააგდო მის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც იგი ოპერაციამდე იყო გადაღებული. წარმოუდგენელად ეჩვენება ყველას, რომ ერთი მსუქანი ბიჭისგან ასეთი ლამაზი გოგონა შექმნეს. ამ ამბით დაინტერესდა მთელი ინტერნეტ მედია, მათ სიმართლის დასადგენად გადაწყვიტეს, რომ მოიძიონ ის კლინიკები, სადაც ამ გოგონას მსგავსი ოპერაციები აქვს გაკეთებული, რათა დარწმუნდნენ ამ ისტორიის სიმართლეში. მართლაც წარმოუდგენელი ტრანსფორმაციაა. 445 2-ს მოსწონს
|