კულტურა ათი ყველაზე ორიგინალური და უცნაური მუზეუმი მსოფლიოში 2014, 20 სექტემბერი, 22:48 მუზეუმში წასვლა და მისი დათვალიერება- ეს დიდი შემეცნებითი სიამოვნებაა, მაგრამ თუ მუზეუმი ამასთანავე განსაკუთრებული და ორიგინალურია, მაშინ მისი მონახულება სახალისო და საინტერესოცაა. ალბათ არ მოიძებნება ქალაქი, სადაც რაიმე უცნაური, არაორდინარულ თემასთან დაკავშირებული მუზეუმი არ იყოს. გთავაზობთ მსოფლიოში არსებული ყველაზე უცნაური და ორიგინალური მუზეუმების ათეულს.
10. ვინჩესტერების საიდუმლო სახლი უილიამ ვინჩესტერის ქვრივმა და ვინჩესტერების იარაღის ავტორის ქონების მემკვიდრემ სარა ვინჩესტერმა 1800-იანი წლების ბოლოს ააშენა მეტად უცნაური სახლი. ამბობდნენ, რომ ქმრისა და ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ მან კონტაქტი დაამყარა იმ მიცვალებულების სულებთან, რომლებიც მოკლულები იყვნენ მისი ქმრის მიერ გამოგონებული იარაღით. ისინი ქალს ემუქრებოდნენ და თხოვდნენ მათთვის სახლი აეშენებებინა. სარამ დაიწყო სახლის აშენება, რომელსაც დასრულება არ ეწერა. 38 წლის მანძილზე მან დახარჯა 6 მილიონი დოლარი, რომ აეშენებინა 160 ოთახისაგან შემდგარი სახლი, რომელიც 56 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე იყო გადაჭიმული. მშენებლობა მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა 1922 წელს ქალი გარდაიცვალა. დადიოდა ლეგენდა, რომ სარა არასოდეს არ იძინებდა ერთსა და იმავე საძინებელში. ის ამით ცდილობდა გაქცეოდა მოჩვენებებს და მიცვალებულების სულებს, რომლებიც მას მთელი ცხოვრება სდევნიდნენ. 9. დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი ეს უცნაური ექსპოზიცია დამთვალიერებლებს პირველად 2006 წელს წარუდგინეს. იდეის ავტორი ახალგაზრდა წყვილია ხორვატიიდან. მათ შეკრიბეს და გამოფინეს ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდათ წყვილებს, რომელთა ურთიერთობა სულ 4 წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ყოველწლიურად აქ 40 000-მდე დამთვალიერებელი მოდის, რათა ნახოს მსოფლიოში ერთადერთი დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი. 2011 წელს ევროპული მუზეუმების ასოციაციამ მუზეუმს მიანიჭა ჯილდო ინოვაციური იდეისათვის. 8. ცუდი ხელოვნების მუზეუმი ცუდი ხელოვნების მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მუზეუმის დაარსების იდეა იყო შემდეგი: "ეს ნახატები იმდენად ცუდი და დაბალხარისხიანია, რომ არ შეიძლება ხალხმა ისინი არ ნახოს". ანტიკვარს და მუზეუმის დამაარსებელს სკოტ უილსონს ეს იდეა გაუჩნდა მაშინ, როცა იხილა ხანშიშესული ქალის ნახატი კონსერვის ქილაზე. სურათი იმდენად მდარე ხარისხის იყო, რომ უილსონმა დაიწყო მისი მსგავსების შეგროვება და ამჟამად უკვე 600 ექსპონატია მუზეუმში თავმოყრილი. აღსანიშნავია, რომ ბევრმა ხელოვნებათმცოდნემ პროტესტი გამოთქვა ამგვარ ინსტალაციაზე. ისინი ამბობნენ, რომ ასეთი ინსტალაციები აკნინებენ ჭეშმარიტ ხელოვნებას. 7. ტარაკნების დარბაზი დიდების მუზეუმში დიდების მუზეუმში ტარაკნების დარბაზის გახსნა დეზინსექტორის მაიკლ ბოგდანის იდეაა. ეს ინოვაციური იდეა, რომელიც მოიცავს გამხმარი ტარაკანებისაგან შედგენილ დეკორატიულ ინსტალაციებს, ძალიან პოპულარული გახდა ტეხასში, სადაც გახსნილია ეს მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ 1980 წელს ბოგდანმა ქალაქ დალასში ჩაატარა კონკურსი "ყველაზე დიდი ტარაკანა". 6. დამწვარი საკვების მუზეუმი ამ უცნაური მუზეუმის შექმნის იდეა გაუჩნდა არფისტ დებორა ჰანსონ კონანტს, როცა მას სრულიად დაეწვა ვაშლის ღვეზელი ტელეფონზე ხანგრძლივი საუბრის დროს. ექსპოზიციის მთავარი ღირსებაა დამწვარი კარტოფილი, რომელიც 5 კვირის განმავლობაში იწვებოდა ღუმელში. ზოგიერთი ექსპონატი იმდენად პოპულარულია, რომ მათ იჯარითაც კი ქირაობენ ხოლმე. მუზეუმის ვებ-საიტზე განთავსებულია განცხადება, რომ ყველას შეუძლია მიიტანოს თავისი "შედევრი" და გამოფინოს ექსპონატად. 5. პარიზის კანალიზაციის მუზეუმი პარიზის კანალიზაციის მუზეუმი - ეს არის პირველი კანალიზაცია, დამონტაჟებული პარიზში 1370 წელს. ნაგებობის სიგრძე 2400 კილომეტრს უდრის. "მსოფლიო სავაჭრო ბაზრობის" დროს - 1867 წელს, საფრანგეთის მთავრობამ პარიზის მიწისქვეშეთი ყველასათვის გახსნილად გამოაცხადა. მსურველებს შეეძლოთ მისი დათვალიერება. ამისათვის გამოყვეს ნავები, გონდოლები და გადასაადგილებლად საჭირო სხვა ტრანსპორტი. დღესდღეობით, სამწუხაროდ, უსაფრთხოების მიზნით მუზეუმი დაკეტილია დამთვალიერებლებისათვის. 4. საეჭვო სამედიცინო ინსტრუმენტების მუზეუმი ბობ მაკოენის მიერ დაარსებულ ამ მუზეუმში წარმოდგენილია სამედიცინო დანადგარები და ხელსაწყოები, რომლებსაც ძირითადად იყენებდნენ ХХ საუკუნის დასაწყისში. ყველაზე პოპულარული და შოკისმომგვრელი მოწყობილობებია: ქალების მკერდის გასაზრდელი ტუმბო, მამაკაცების სიძლიერის გასაზრდელი დენის დამრტყმელი დანადგარი, მოწყობილობა ფრენოლოგიური კითხვისათვის, რომელსაც შეეძლო ტვინის რუკის შედგენა და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, ანუ ინტელექტის განსაზღვრა. აქ წარმოდგენილია აგრეთვე კიდევ ერთი საეჭვო მოწყობილობა იმის განსასაზღვრავად, თუ რამდენად მოხერხებულია ფეხსაცმელი. 3. კატების მუზეუმი მუზეუმის გახსნა დაკავშირებულია მალაიზიის ქალაქ კუჩინგის (Kucing- მალაიზიურ ენაზე კატას ნიშნავს) ყოველწლიურ დღესასწაულთან, ხოლო მუზეუმის დამაარსებელი გახდა ქვეყნის მთავარი მინისტრი. მუზეუმი მოცავს 2000 ხელოვნების ნიმუშს და ეგვიპტიდან ჩამოტანილ 5000-მდე კატის ფიტულს. ყველაზე მნიშვნელოვან ეგზემპლარად ითვლება იშვიათი ჯიშის კატის “Felis Badia"-ს ფიტული. ეს არის ველური კატა, რომელიც ბორნეოს გაუვალ ტყეებში ცხოვრობს. მუზეუმი ძალიან პოპულარულია ქვეყანაში. 2. წმინდა სულების განსაწმენდელის მუზეუმი მუზეუმის დამაარსებლები ირწმუნებიან, რომ აქ წარმოდგენილია საგნები, რომლებსაც შეეხნენ განსაწმენდელში მყოფი სულები. ის განთავსებულია რომის ეკლესიის “Church of Sacred Heart of the Suffrage” ერთ-ერთ ოთახში. ამბობენ, რომ ვიქტორ ჟუეს მას შემდეგ მოსვლია იდეა მუზეუმის გაკეთებისა, რაც ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ სწორედ ამ ოთახის დამწვარ კედელზე გამოსახულა ადამიანის სახე. ჟუე დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო სახე ადამიანისა, რომლის სულიც იმ დროს განსაწმენდელში იმყოფებოდა. ექსპონატებს შორისაა ლოცვანი მასზე ხელისგულის გამოსახულებით, რომელიც მასზე გამოისახა ხანძრის შემდეგ და შესაძლებელია რომელიღაც მღვდელს ეკუთვნოდა. 1. წყალგაყვანილობის მუზეუმი პეკინში მუზეუმის ექსპოზიცია შედგება 130 საგნისაგან, რომლებიც დაკავშირებულია ჩინეთის წყალგაყვანილობის ისტორიასთან. აქ არის ძველი სარეკლამო პლაკატები, რომლებშიც რეკლამას უკეთებენ წყალსადენის წყალს. საქმე იმაშია, რომ როცა პირველად ჩინეთში წყალსადენი გამოჩნდა, ადგილობრივი მცხოვრებელები არ ენდობოდნენ ამ "უცხო წყალს" და უარს ამბობდნენ მის გამოყენებაზე. იმისათვის, რომ აქცენტი გადაეტანათ წყლის მნიშვნელობაზე სიცოცხლისათვის, პირველი წყალგამწმენდი ნაგებობის ადგილზე მუზეუმი გახსნეს. 745 8-ს მოსწონს
|