საზოგადოება შოკისმომგვრელი რიტუალი:მკვდრები ცოცხლებს შორის(+16) 2014, 20 სექტემბერი, 9:53 როგორც ამბობენ, გარდაცვლილი ახლობლები თუ ნათესავები ჩვენ გულებში და ხსოვნაში ცოცხლობენ, თუმცა ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციაში, კერძოდ სამხრეთ სულავესში სულ სხვაგვარად ფიქრობენ.იქ შეგიძლიათ იხილოთ მკვდრები ცოცხლებს შორის პირდაპირი გაგებით.
რიტუალს ჰქვია MaiNene, რის მიხედვითაც ტორაჯის ტომის ხალხები საფლავებიდან თხრიან მიცვალებულებს, აცმევენ ახალ ტანსაცმელს და შემდგომ რამდენიმე ხანი ყველას დასანახად დაასვენებენ ან ფეხზე დააყენებენ. ტორაჯის ხალხს სწამს, რომ გზაში გარდაცვლილი მიცვალებულის სული ვეღარ პოულობს გზას უკან სოფელში. ამიტომ ესგუმირებულ გვამი მიაქვთ ჯერ იმ ადგილზე, სადაც გარდაიცვალა, შემდეგ კი მიაქვთ სოფელში. ტორაჯის ხალხი ბავშვების ესგუმაციასაც ახდენს. ახალ ტანსაცმელში გადაცმული ცოლ-ქმარი კვლავ ერთადაა. პატარა ბიჭი ნათესავს კუბოში აბრუნებს. მიცვალებულები ქალაქში არიან გამოფენილები. 78 3-ს მოსწონს
|