ვარსკვლავები რამდენი წლისაა ეს გოგო? 2014, 17 სექტემბერი, 19:57 თქვენი აზრით რამდენი წლის იქნება ფოტოზე აღბეჭდილი გოგო?
ან რამდენი წლისაა მისი ქალიშვილი? ან საერთოდ მიხვდებით რომელია დედა და რომელი შვილი? 48 წლის ირანელ-ბრიტანელი ფოტომოდელი იასმინ ლე ბონი და მისი 23 წლის ქალიშვილი Monsoon-ის სახე გახდნენ. დედა შვილმა წარადგინეს გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია აღმოსავლელი პრინცესების ფორმაში. იასმინი ამტკიცებს, რომ იგი არავითარ სპეციალურ, ჯადოსნურ საცხებს არ იყენებს.უბრალოდ მას გაუმართლა, რომ კარგი გენები გამოჰყვა. როგორც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით მოდელს საქმეები ყელამდე აქვს. -ვფიქრობ ვიმუშავო მანამდე, სანამდე შემოთავაზებები მექნება-ამბობს იასმინი-თუმცა ვატყობ, რომ ჩემი სხეული ნელ-ნელ კარგავს ტონუსს, მე მინდა ვურჩიო ყველა ქალს, -თუნდაც სულ არ გქონდეთ დრო, ესტუმრეთ სპორტულ დარბაზს, ივარჯიშეთ პერსონალურად ან მწვრთნელთან ერთად, როგორც ამას ყველა ჩემი მეგობარი აკეთებს". 1014 9-ს მოსწონს
|