ვარსკვლავები ბოიფრენდმა შიშველ ბელა ჰადიდს ჩუმად ფოტო გადაუღო 7 ნოემბერი, 13:18
კოვბოიმ პიკანტური ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს ბელა ჰადიდის საყვარელი განსხვავებულად აღიქვამს ზოგადად მიღებულ იმიჯს "ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში". 28 წლის სუპერმოდელი ბოიფრენდის გარემოცვაში ატარებს დროს, ისინი ბომონდური საღამოებისგან მოშორებით, მყუდრო და წყნარ ადგილზე ცხოვრებას ამჯობინებენ. მოგეხსენებათ, ლამაზმანის გული დაიპყრო კოვბოი ადენ ბანუელოსმა. რანჩოში ღამეების გატარებით დაღლილმა სუპერმოდელმა შეიძინა უძრავი ქონება ტეხასში, რათა დრო უფრო კომფორტულად გაატაროს. ლამაზმანი არ ერიდება ბედნიერად ცხოვრების დემონსტრირებას: დროდადრო ინტერნეტში პიკანტური ფოტოებიც ჩნდება. ასე მაგალითად ამ დღეებში თვალწარმტაც ბაღში შეზლონგზე წამოწოლილი ბელა შიშველ მკერდზე იღებდა მზის აბაზანებს. სუპერმოდელის შეყვარებულმა ცდუნებას ვერ გაუძლო, და ბელას სამახსოვრო ფოტო გადაუღო. ისე სხვათა შორის. მოდელს უყვარს თაყვანისმცემლების შოკირება. ბელა ჰადიდი(იზაბელა ჰაირ ჰადიდი) არის პალესტინურ-ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი სუპერმოდელი. ის არის Bulgari მოდის სახლის ელჩი და მუდმივი სახე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მოდელი მსოფლიოში. ის დასთან, ჯიჯისთან და მეგობარ კენდალ ჯენერთან ერთად გახდა Calvin Klein-ის Moschin-ის, DKNY-ს Nike-ს სახე.2023 წლის ნოემბერში Dior-ის მოდის სახლმა შეწყვიტა თანამშრომლობა მოდელთან, როგორც ამბობენ, მისი პროპალესტინური პოზიციის გამო იყო. ბელას ჩანაცვლებამ ისრაელელი მოდელი მეი ტაგერით, მხოლოდ გააძლიერა ჭორები. 671 3-ს მოსწონს
|