ვარსკვლავები "მას ავიაკომპანიები ჩაჯდომაზე უარი ეუბნებიან"-ვინ არის გოგონა 160 სმ. თეძოებით? 11 ნოემბერი, 14:06
ავიაკომპანიები უარს ეუბნებიან 27 წლის პლუს-ზომის მოდელს გრეისი ბონს მომსახურებაზე მისი გამორჩეული ფორმის, კერძოდ 160 სანტიმეტრიანი თეძოების გამო. შედეგად, მას უწევს კერძო თვითმფრინავით მგზავრობა.
მანამდე პლუს ზომის მოდელი თავის გამომწერებს თვითმფრინავებში ვიწრო ადგილების გამო ჩიოდა, რომ უსაფრთხოების ღვედის გაკეთებაც კი უჭირს. გრეისი ბონმა გამოაქვეყნა ფოტო აეროპორტიდან და გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ღვედი ძლივს შეიკრა. "მესიჯი ყველა ავიაკომპანიას: ნება მიეცით ჩემნაირ სავსე გოგოებს ფრენის საშუალება, ჩემი ბრალი არა არის, რომ ასეთი მრუდე ფორმები მაქვს", - წერდა მოდელი. ბონს მხარდაჭერა ბევრმა გულშემატკივარმა გამოუცხადა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც უარყოფითად გამოეხმაურა მის ვიდეოს. "მერ ევისი ბრალია, რომ გადაიხადეთ ამდენ ოპერაციებში?", "შემთხვევით ხომ არ გახდი ასეთი?", "ნუ იაფად, იფრინეთ კერძო თვითმფრინავით", -ირონიულად წერდნენ კომენტარებში. თუმცა თავად მოდელი ამტკიცებს, რომ მისი ფიგურა ღვთის ნაბოძები საჩუქარია და ქირურგის დანა მას არასოდეს შეხებია. ბონი აგრძელებს ყველა მისი მოძულეების თაყვანისმცემლად გადაქცევის მცდელობას. ცოტა ხნის წინ, გოგონამ მათ მიმართა, მიეღოთ ის ისეთი, როგორიც არის. გრეისი მოუწოდებს გოგონებს პლუს ზომის სხეულით, იგნორირება გაუკეთონ კრიტიკას და იცხოვრონ საკუთარი სიამოვნებისთვის. ის ხაზს უსვამს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობის გამო აკრიტიკებენ, საკუთარი სხეულის ფორმების აღარ რცხვენია. "რადგან პლუს ზომის გოგო ვარ, რასაც მინდა, ვერ ჩავიცვამ და გარეთ ვერ გავალ? არა, არ მრცხვენია ჩემი ფორმების და მე ვერ შევიძულებ ჩემს სხეულს, იმიტომ, რომ თქვენ გძულთ."-აღნიშნა გოგონამ. თუმცა თვალის დახუჭვა იქნება იმ ფაქტზე, რომ გრეისის სამოდელო კარიერა მხოლოდ ვირუსული TikTok ვიდეოებით შემოიფარგელაბ. გოგონა სოციალურ ქსელებში ბევრი ცნობილი გოგონას გავლილ გზას გაჰყვა და უკვე დიდი ხანია მონეტიზაცია aqvs „ექსკლუზიური შინაარსის“ ზრდასრულთა პლატფორმაზე. ინსტაგრამზე კი მის კონტენტს 9, 5 მილიონი გამომწერი ადევნებს თვალს. 1055 3-ს მოსწონს
|