ვარსკვლავები "მე დავასრულე... ჩემს შეყვარებულთან ერთად მივფრინავ" - ნეკა დოროყაშვილი 2022, 26 აგვისტო, 17:36 ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს და იმათ მიმართავს, ვინც მასზე დაუსრულებლად ჭორაობს და კიცხავს: „ჩემი კეთილის მსურველთა საყურადღებოდ. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კარგად ვარ. შეგიძლიათ მიყუროთ და გააგრძელოთ ჭორაობა ჩემზე. ენას ძვალი არ აქვს და ეს მე საერთოდ არ მანაღვლებს. პირად ცხოვრებაში და კარიერაში იმაზე უკეთესადაა ყველაფერი ვიდრე თქვენ მე მისურვეთ. გასაგებია?! მე დავასრულე... ჩემს შეყვარებულთან ერთად მივფრინავ“, - წერს ნეკა დოროყაშვილი. ნეკა დოროყაშვილმა კიდევ ერთი პოსტი დადო, სადაც წერს: "საუკეთესო ფერი მთელ მსოფლიოში არის ის, რაც შენ გიხდება: - COCO CHANEL „ჩემი ფერია წითელი და წითელის ყველა შესაძლო ელფერი, რადგან ის ჩემს ხასიათს შესაბამება." შეგახსენებთ, აგვსიტოს შუა რიცხვებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მორიგი მოსმენები, სადაც ჩოგბურთელის ყოფილმა ცოლმა მორიგი ბრალდებები გააჟღერა, ყოფილი ქმრის მიმართ, მაგალითად: "როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს." ან კიდევ: "მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა, ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო." 1770 4-ს მოსწონს
|