სხვა ყოველდღიური ცერემონიალი ინდოეთ- პაკისტანის საზღვარზე: სამხედრო რიტუალი თუ საცირკო სანახაობა 2014, 17 სექტემბერი, 15:20 "აზიის ბერლინის კედელი"-ასე უწოდებენ ხშირად ინდოეთ-პაკისტანის საზღვარს, რომელიც პატარა დასახლება ვაგახზე გადის. ყოველი დღის დასასრულს საზღვარზე წარმოუდგენელი სანახაობა იმართება. სანახაობა ერთდროულად კურიოზული, იუმორისტული, აბსურდული, მაგრამ საოცრად ეფექტურია. სანახაობაში შედის შემდეგი ცერემონიები: დროშის ჩამოხსნა, საპატიო ყარაულის შეცვლა და ბოლოს საზღვრის დახურვა. მესაზღვრეების კოსტიუმები თეატრალური წარმოდგენის მონაწილეების სამოსს მოგაგონებთ. უბრალოდ დაუჯერებელია, რა კარგადაა დამუშავებული და დადგმული ეს სპექტაკლი, რომელსაც თან ახლავს უამრავი სახალისო მოძრაობა, რიტუალი და ცერემონია.
ეს წარმოდგენა თავის თავში შეიცავს აგრეთვე პატრიოტული პროპაგანდის ელემენტებს და როგორც ინდური, ასევე პაკისტანური კულტურისათვის დამახასიათებელ სანახაობრივ მომენტებს. ყოველდღიურად პაკისტანისა და ინდოეთის უამრავი ქალაქიდან და სოფლიდან ათასობით ადამიანი იკრიბება საზღვართან ამ სანახაობის საყურებლად (სანახაობა აბსოლუტურად უფასოა). სხვათაშორის, ეს წარმოდგენა იმდენად ცნობილია თავისი უნიკალური თეატრალიზებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ტურისტს იზიდავს, რომლებიც სპეციალურად მის სანახავად სტუმრობენ ამ ქვეყნებს. აი ამ უნიკალური სანახაობის ამსახველი ვიდეოც. უყურებ ამ ცერემონიას და ფიქრობ: რა ღრმა დრამატიზმი დევს ამ სანახაობაში- ორი მდიდარი, სრულფასოვანი კულტურა, რომელთაც მძიმე საომარი კონფლიქტი გადაიტანეს, თითქოსდა გაერთიანდნენ ამ ფეერიული წარმოდგენის დროს. 830 6-ს მოსწონს
|