x
image
jango
ნიჭიერის ორი ფინალისტი გამოვლინდა

imageნიჭიერი, შოუ რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დიდი სიხარულით უყურებს ხოლმე, უკვე დასკვნით ფაზაში შედის. პირველმა ტურმა ბევრისთვის მოსაწყენად ჩაიარა და ზოგი კონკურსანტის გადასვლამ ან ვერ გადასვლამ ნახევარფინალში გული დაწყვიტა. რაც შეეხება გუშინდელ პირველ ნახევარფინალს, ძალიან საინტერესო იყო, ყველა მონაწილემ საინტერესო გამოსვლა აჩვენა. შოუ ნიჭიემა მოცეკვავეთა ჯგუფმა dream walkers-მა გახსნა და ბარემ გეტყვით, რომ ამ ჯგუფმა მოიპოვა ის, რომ საქართველოს ბანკის რჩეული გახდა და ბანკის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე თუ დააგროვებს სხვა მონაწილეებზე მეტ ხმა, რომელბსაც შემდეგ შოუში აირჩევს საქართველოს ბანკი, მაშინ ეს ჯგუფიც მოხვდება ფინალში. მეორე მონაწილე კი ქართველი ემინემი გახლდათ, და სწორედ ის გადავიდა ფინალში, ოთო ჟიურის რჩეული გახდა.

მან თავისი დაწერილი მუსიკაზე თავისი დაწერილი ტექსტი შეასრულა, ოთომ ისე გარეპა, რომ ბევ რეპერსაც შეშურდებოდა რადგან ძალიან სწრაფად რეპავდა.


მომდევნო მონაწილე ზურა ნებიერიძა გახლდათ, რომელმაც ძალიან კარგი ნომერი გვაჩვენა. სამწუხაროდ მანქანა (ჯიპი) ვერ ამოაბრუნა, მაგრამ მაინც კარგი ნომერი იყო.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ხრიდოლი, ნიჭიერში ნამდვილი ორთაბძოლების ომი გამართეს. ასევე კარგი ნომერი წარმოგვიდგინა პროგრამისტ-პიანისტმა ის თვალებახვეული შესანიშნავად უკრავდა. კიდევ ერთხელ გაგვახალისა პატარა ანი ქაშიბაძემ, მან ნოდარ დუმბაძის ლექსები თავისი შესანიშნავი ხმით შეასრულა ეს ლექსები. მაყურებლის რჩეული და პირველი ფინალისტი გადა ნინიკო კახაძე, მან შესანიშნავი სიმღერა მართლაც, რომ შესანიშნავად შეასრულა და ღირსეულად გავიდა ფინალში. ასე და ამგვარად დასრულდა ნიჭიერის პირველი ნახევარფინალი, ფინალში გავიდნენ მომღერალი ნინიკო კახაძე და რეპერი ოთო ბუაძე. ხოლო ფინალში მოხვედრის შანსი საქართველოს ბანკმა მისცა dream walkers -ს.

0
326
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0