არქიტექტურა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი ექსტრემალებისათვის 2014, 14 სექტემბერი, 20:03 ექსტრემალური გართობის მოყვარულთათვის სულ ცოტაოდენი ხნის წინ საინტერესო ატრაქციონი გაიხსნა სოჭში, ადლერის რაიონში, რომელსაც სახელად AJ Hackett Sochi უწოდეს. სიმაღლეების მოყვარულების პარკმა პირველ დამთვალიერებლებს 2014 წლის ივნისში უმასპინძლა.
სკაიპარკის AJ Hackett Sochi კომპლექსის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დაკიდებული ხიდი, რომელსაც დასათვალიერებელი მოედნები აქვს. მოედნებიდან კარგად ჩანს ზღვა და მთები. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი ფეხით მოსიარულეებისათვის. ის აღჭურვილია როუპ-ჯამპინგის უნივერსალური სისტემით. ზომებისა და არქიტექტურული ფორმების უნიკალურობის გამო ხიდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
![]() ხიდი მდებარეობს კრასნაია პალიანას ხეობის გასწვრივ. ![]() ხიდის დასაწყისში განლაგებულია ბანჯი-ჯამპინგის ცენტრი. ![]() აქედან შეიძლება გადახტომა 67-მეტრიანი ბაგირის საშუალებით. ![]() აი ხიდის ერთი მონაკვეთი. ![]() მათ, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, ზემოდან გადახედვას არ ვურჩევდით. ![]() ეს კი დამცავი ბადეა, რომ ტურისტებს თავისი აიფონები ძირს არ გადაუვარდეთ. ![]() სულ ახლახან, 5 სექტემბერს გაიხსნა ახალი ბანჯი-ჯამპინგის მოედანი. აქედან შესაძლებელია 207 მეტრი სიგრძის ბაგირით გადახტომა. ასეთი ატრაქციონები მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმეა. ![]() გადახტომის დროს აკრძალულია მოწევა. ![]() ხიდს იჭერს 8 ლითონის ტროსი, რომელთა საერთო წონა 700 ტონაა. ხიდის მთლიანი კონსტრუქციის წონა 120 ტონაა, ხოლოს მისი სიგრძე 520 მეტრი. ![]() პროექტი რუსეთის და ახალი ზელანდიის ერთობლივი ნამუშევარია. ![]() ეს კი ის ადგილია, საიდანაც 207 მეტრზე შეიძლება გადახტომა. ![]() თქვენ გარისკავდით აქედან გადახტომას? ![]() 121 6-ს მოსწონს
|