შესანახი პროდუქტები საზამთროს ჯემი 2014, 14 სექტემბერი, 17:54 საზამთროს მურაბა ქართველი დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მაგრამ ჯემს კი ძალიან იშვიათად თუ ვაკეთებთ. აბა, საზამთროსგან რა ჯემი უნდა გამოვიდესო - გაიფიქრა ალბათ ბევრმა, არადა თურმე გამოდის, თანაც საკმაოდ გემრიელი...
მაშ ასე, საზამთროს ჯემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1, 5 კგ. საზამთროს რბილობი 1, 5 კგ. შაქარი 1 ცალი ლიმონი ვანილი (სურვილის შემთხვევაში) საზამთროს რბილობი (მხოლოდ წითელი ნაწილი) დავჭრათ კუბიკებად, გამოვაცალოთ კურკები და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული პიურე ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 5 წუთი. გადმოვდგათ და გავაგრილოთ. დავამატოთ შაქარი, ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 2 საათით. შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 20-30 წთ. ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ ვანილი, ცხელივე ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. 598 2-ს მოსწონს
|