შესანახი პროდუქტები როგორ შევინახოთ პომიდორი ცოცხლად ზამთრისთვის - გაოცებული დარჩებით! 2016, 2 აგვისტო, 12:09 ![]() შესანახად შეარჩიეთ მაგარი, ხორციანი, საშუალო ზომის პომიდორი, ყველანაირი დაზიანების გარეშე. ![]() 3 ლიტრიან ქილაში პომიდვრის შესანახად დაგჭირდებათ: 1. 5-6 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი. 2. პომიდორი, რამდენიც ქილაში ჩაეტევა მომზადება: გაასტერილეთ ქილები. გარეცხეთ და კარგად გააშრეთ პომიდორი. სუფთა, მშრალი კოვზით მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი ქილის ძირზე. ჩადეთ ერთ ფენად პომიდორი, ისე, რომ ერთმანეთზე ზედმეტად არ დააჭიროთ. ისევ დააყარეთ ფხვნილი. კიდევ მოაწყვეთ პომიდორი და ისევ ფხვნილი დააყარეთ. ასე განაგრძეთ სანამ ქილა ბოლომდე აივსება. თავზე ისევ მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი და დაახურეთ მშრალი, სტერილური თავსახური. შემდეგ ძალიან ფრთხილად მაგიდაზე გადააგორეთ ქილა, რათა ფხვნილი თანაბრად გადანაწილდეს. ![]() მდოგვში არსებული ეთერზეთები ხელს უშლის ლპობის ბაქტერიების გამრავლებას და საშუალებას აძლევს პომიდორს ცოცხლად დარჩეს დიდი ხნის მანძილზე. 16648 5-ს მოსწონს 2-ს არა
|