x
image
natia.a
როგორ შევინახოთ მთელ-მთელი საზამთრო ახალ წლამდე - 4 უმარტივესი მეთოდი

image


ცხელი ზაფხული წარმოუდგენელია ცივი საზამთროს გარეშე, თუმცა შეიძლება თუ არა ეს უგემრიელესი ბაღჩეული ზამთრისთვისაც შევინახოთ და საახალწლო სუფრაზე მთელ-მთელი საზამთრო გავჭრათ? შეიძლება და ძალიან მარტივად! თუმცა ამისათვის აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა.

პირველ რიგში, საჭიროა შესანახად ვარგისი საზამთრო სწორად შევარჩიოთ. ამისათვის, საზამთროს შეძენის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ნიშნებს:

შესანახად აუცილებლად შეიძინეთ საგვიანო საზამთრო, სექტემბრის მეორე ნახევარში. ამგვარი პროდუქტი უმეტეს შემთხვევაში, არ შეიცავს ნიტრატებს, რადგან ამ პერიოდისთვის საზამთრო თვითონვე მწიფდება. ამასთან, გვიანი ნაყოფი უფრო დიდხანს ინახება.

საზამთრო არ უნდა იყოს გაფუჭებული: არ უნდა ჰქონდეს ნაფხაჭნი ან ნაკაწრი.


image


ადგილი, სადაც საზამთრო ახალ წლამდე უნდა შეინახოთ, უნდა აკმაყოფილებლდეს შემდეგ პირობებს:

უნდა ნიავდებოდეს;
იყოს გრილი (არა უმეტეს +5-+8 °C);
იყოს ბნელი;
ტენიანობა უნდა იყოს დაახლოებით 60-80%, მაგრამ არა მეტი. ძალიან მშრალ ადგილზე ბაღჩეული სწრაფად დაკარგავს წვნიანობას, ზედმეტად ტენიან სივრცეში კი გაფუჭდება.

საზამთროს შენახვის მეთოდები:

ბევრი გამოცდილი მეთოდი არსებობს, რომელთა საშუალებით საზამთროს შენახვა არა მხოლოდ ახალ წლამდე, არამედ გაზაფხულამდეც კი შეიძლება. ქვემოთ გესაუბრებით რამდენიმე ძალიან მარტივ ხერხზე.

მეთოდი 1: საზამთროს ჩამოკიდება

image
ეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ხერხია, რომლის გამოყენებაც ქალაქში, ბინაში ცხოვრების პირობებშიც შეიძლება. საჭიროა უბრალოდ შემოვახვიოთ მწიფე ნაყოფს ბუნებრივი ქსოვილის ნაჭერი, მოვათავსოთ ბადეში და ჩამოვკიდოთ ჭერზე.


მეთოდი 2: ქვიშაში შენახვა

ხის ყუთში ჩაყარეთ მშრალი ქვიშა და ჩაფალით მასში საზამთრო ღეროთი ქვემოთ. მოათავსეთ ყუთი გრილ შენობაში, იატაკზე. სურვილის შემთხვევაში, ქვიშის მაგვირად შეიძლება გამოიყენოთ მარცვლეული.

მეთოდი 3: ჩალაში შენახვა

ბინაში ცხოვრების პირობებში ბევრს არ აქვს არდაფის გამოყენების საშუალება, ამიტომ გთავაზობთ ე.წ. "სარდაფული" შენახვის მეთოდს, რომელიც ოთახის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. თაროზე, ყუთში ან უბრალოდ იატაკზე მოათავსეთ ჩალის საკმაოდ სქელი ფენა, დადეთ მასზე საზამთრო და ყოველი მხრიდან "გაახვიეთ" ისევ ჩალაში.

თუ შენახვის ყველა პირობას (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ) ზუსტად დაიცავთ, ნაყოფი გაზაფხულამდეც გაძლებს.

საზამთროს შენახვის წესები:

არასოდეს მოათავსოთ ბაღჩეული მაგარ ზედაპირზე. აუცილებლად დაუფინეთ ქვეშ რაიმე რბილი: ჩალა, ქვიშა და ა.შ.

შენახვამდე ნაყოფი კარგად გარეცხეთ ცივი წყლით, გააშრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ შესანახად.

შენახული ნაყოფები არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს ან სხვა პროდუქტს.

საზამთრო სწრაფად იწოვს გარშემომყოფ სუნს, ამიტომ სხვა პროდუქტების გვერდზე ყოფნის გამო შესაძლოა გემო და არომატი შეიცვალოს.

პერიოდულად დაათვალიერეთ ხოლმე შენახული ნაყოფი და გვერდი შეუცვალეთ.

შეიძლება თუ არა საზამთროს შენახვა წყალში?


image

წყალი შესანიშნავი გარემოა ხანგრძლივი შენახვისთვის, ამიტომ ბევრი დიასახლისი სწორედ ასე ინახავს საზამთროსაც. ამისათვის უბრალოდ მოათავსეთ საზამთრო ცივ წყალში. აუცილებელია, წყალი საზამთროს მთლიანად ფარავდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ცისტერნები, რომლებიც აუცილებლად გრილ ადგილზე უნდა მოთავსდეს და შენახვის ყველა დანარჩენი პირობაც დაცული უნდა იყოს.


0
4743
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4743
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0