შესანახი პროდუქტები ცხარე აჯიკა ნიგვზით 2013, 17 ნოემბერი, 12:37 უგემრიელესი აჯიკა მათთვის, ვისაც ცხარე და სურნელოვანი საკვები მოსწონს. ამგვარი აჯიკა ნებისმიერ კერძთან შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო მეტიც, უბრალოდ მჭადთან და ახალ პურთან ერთადაც კი ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები: წითელი წიწაკა- 1 კგ. წითელი ბულგარული - 0.5 კგ. ოხრახუში- 250 გ. ქინძი- 250 გ. ნიახური - 100 გ. ნიორი- 200 გ. უცხო სუნელი-2 ს. კ. ზაფრანა- 2 ს. კ. ხმელი ქინძი- 2 ს. კ. მარილი- გემოვნებით ნიგოზი - 300 გ. ქონდარი - 1 ს.კ. ძმარი - გემოვნებით ზეთი - გემოვნებით მარილი გემოვნებით სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუმატოთ ცერეცო და რეჰანიც. წიწაკა, მწვანილი, ნიორი და ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ დანარჩენი სანელებლები. გემოვნების მიხედვით შეგვიძლია ვაკონტროლოთ სანელებლების, მარილისა და ძმრის რაოდენობა. ავურიოთ და დავამატოთ ზეთი იმდენი, რომ მასა სქელი ცომის კონსისტენციის გახდეს. აჯიკა მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და დროგამოშვებით ურიეთ. უკეთესია თუ გამოიყენებთ 2-3 კვირის შემდეგ. 3257 1-ს მოსწონს
|