x
რატომ არის საჭირო სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვა?
image12-13 წლის ასაკიდან ადამიანის სხეულში უამრავი ცვლილება ხდება. ჩვენ ორგანოები უჩვეულოს სწრაფად იზრდება, რასაც თან ახლავს უამრავი პრობლემა. მოზარდები უკმაყოილონი არიან თავიანთი ახალი გარეგნობით, თავს გამუდმებით სუსტად გრძნობენ, ერღვევათ ის რეჟიმი რომლითაც აქამდე ცხოვრობდნენ. მნიშვნელოვანია ისიც რომ ამ ასაკში თავს იჩენს პირველი მენახე და სპერმახე, რაც მეტად
უჩვეულოა მოზარდებისთვის. მათ არ იციან რატომ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი, უჩნდებათ უამრავი კითხვა და ვერ პოულობენ რა ამ კითხვებზე პასუხს არიან მუდამ გაღიზიანებულები.
მნიშვნელოვანია ისიც რომ ოდნავ მოგვიანებით მოზარდების ნაწილი იწყებს სექსუალურ ცხოვრებასაც. რაც უამრავ რისკთანაა დაკავშირებული, იქნება ეს არასასუველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები თუ სხვა.
როგორც ვხედავთ მოზარდის ცხოვრებაში უამრავ ცვილებას აქვს ადგილი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მათ უამრავი
კითხვები უჩნდებათ. ტრადიციულად ამ ტიპის ინფორმაციას
მოზარდებს მშობლები აწვდიდნენ ხოლმე, თანაც მხოლოდ ქორწინებამდე რამდენიმე ხნით ადრე.
თუმცა ფაქტია რომ მოზარდებს ამ საკითხებზე მშობლებთან საუბარი სულაც არ სიამოვნებთ
და გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ. მოზარდთა
ნაწილი ამჯობინებს თავად მოიძიოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ,
მაგრამ აქაც ერთი პრობლემა იჩენს თავს - მათ უბრალოდ არ იციან რა წყაროები გამოიყენონ,
სად მოძებნონ ინფორმაცია. ამიტომ საბოოლოოდ
ინფორმაციის ძირითად წყაროს მათი თანატოლები, მეგობრები წარმოადენენ, რომლებსაც
ხშირ შემთხვევასი თვითონაც არასწორი ინფორმაცია აქვთ ხოლმე, შესაბამისად მოზარდთა უმრავლესობას
უყალიბდება არასწრი წარმოდგენები შეხედულებები მოცემული საკითხების შესახებ. რაც თავის
მხრივ კიდევ უამრავ პრობლემას იწვევს. დგება საკითხი როგორ სად როდის და რა ტპის ინფორმაცია
უნდა მიეწოდოთ მათ?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ რა შემოღებულ იქნა ე.წ. სექსუალური განათლება.
სექსუალური განათლება ეს არის ინსტრუქია ისეთ საკითხეზე როგორიცაა, ცვლილებები ადამინის ორგნიზმში, სექსუალობა, ადამიანის სქესობრივი ანატომია, რეპროდუქცია, სექსუალური
აქტივოა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რეპროდუქციული უფლებები და შესაძლებლობები, ორსულობის
კონტროლი. სექსუალური განათლების ძირითადი გამავრცელებლები არიან მშობლები, მზრუნველები, სასკოლო პროგრამები და საჯარო ჯანდაცვითი კამპანიები.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ჩრდილოეთ ამერიკის სკოლებში დაიწყეს ისეთი საგნის შტანა, რასაც სოციალურ
ჰიგიენას უწოდებდნენ.
მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან უფრო აქტიურად დაიწყო სკოლებში ამგვარი ინფორმაციის მიწოდება, რაც გამოწვეული

იყო იმით რომ მოზარდებში თავი იჩინა უამრავმა პრობლემამ, გახშირდა დაუგეგმავი ორსულობები,
გამოჩნდა ისეთი ვისრუსი როგორიცაა შიდსი. დღესდღეისობით ფართოდაა გავრცელებული მთელს
მსოფლიოში სექსუალური განათლება და შევეცდები მის ძირითად პრინციპებზე ვისაუბრო.


რა?
რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ფიზიკური ცვლილებები

სექსუალური ცხოვრება (როგორ მართონ თავიანთი სექსუალური
ურთიერთობები)


ორსულობის თავიდან აცილება და დაგეგმვა

კონტრაცეპტივების გამოყენება

სად?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მოზარდებს ეუხერხულებათ ამ ყველაფერზე მშობლებთან საუბარი, თანატოლებისგან
კი არასწორ ინფორმაციას იღებენ, ამიტომ გახდა
საჭირო სექსუალრი განათლება გამხდარიყო საკოლო კურუკულუმის ნაწილი. დღესდღეისობით ამერიკასა
და ევროპაში მოზარდების 90%-ზე მეტი სექსულაურ განათლებას სკოლაში იღებს.


როგორ?
ზოგიერთო პროგრამა მიზნად ისახავს იმას რომრაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ სტუდენტებს რომ შემდეგ
მათ არ დაიწყონ თავიანთი სახსრებით ინფრომაციის მოძიება და არასწორი წარმოდგენები არ
ჩამოუყალიბდეთ. ზოგი პროგრამა კი პირიქით მიზანს ისახავს რომ გარკვეული ინფორმაციის
მიწოდებით სტიმული მისცენ ბავშვებს თვითონ
მოიძიონ დაატებითი ინფორმაცია.


როდის?
ინფორმაციის მიწოდება ხდება ეტაპობრივად, იმის მიხედვით თუ რომელი ასაკი რა ტიპის ინფორმაციას საჭიროებს.
სექსუალური განათლება იწყება დაახლოებით 10-12 წლიდან, როდესაც მოზარდებს ესაუბრებიან
იმ ცვლილებების შესახებ რომლებიც მოხდება მათ ორგანიზმში, რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო,
რა დადებითი მხარე აქვს მას, როგორ დაიცვან ჰიგიენა. ამის პარალელურად აცნობენ ადამიანის
ანატომიას მათ შორის სასქესო ორაგნოებსაც და ზოგადად გამრავლების სიტემას. 13-14 წლიდან
უვე ესაუბრებიან სქესობრივი ცხოვრების შესახებ, რა არის სექსი? რა რისკებთანაა იგი
დაკავშირებული? როგორ დაიცვან თავი და გამოიყენონ კონტრაცეპტივები? უფროს მოზარდებთან
ანუ „ჰაი სქულებში“ უკვე შეაქვთ ისეთი საგნები,
როგორიცაა სოციოლოგია და ფსიქოლოგია სადაც მეცნიერულად ემპირიკით გამყარებულად უხსნიან და აანალიზეინებენ
იმ ყველაფერს რაც აქამდე ასწავლეს სექსუალური განათლების ფარგლებში.

ამ პროგრამების დიდ ნაკლი ის არის, რომ კურსები არის ძალიან ტექნიკური და სახელმძღვანელოზე მიჯაჭვული,
სტუდენტები ვერ ახერხებენ იმას რომ თეორიულად მიღებული ცოდნა გადმოტანონ პრაქტიკაში.
ერთ-ერთმა 16 წლია გოგონამ განაცხადა: „ჩვენ გვიწევს დავიმახსოროდ ჩვენი სხეულის ნაწილები
და რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? პირველ რიგში ჩვენ უნდა გვკითხოთ რა გვჭირდება. შეიძლება
ზუსტი პასუხი ვერ მოგცეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც ახლა გვასწავლით სრული სიულელეა
და არაფერში გვადგება.“


რამდენად ეფექტურია საკოლო პროგრამები?
პროგრამათა უმრავლესობა რთავს მშობლებს, რაც ზრდის ოჯახთან კავშირს და გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა სწორედ
ასე ხდება.ზოგოერთი პროგრამა ასწავლის სტუდენტებს რომ მოუსმინონ თნატოლებს და დაეხმარონ
მათ ინფორმაციის მოძიებაში. ამ პროგრამების მიხედვით მოზარდებს თავიანთ თანატოლებთან
უფრო უადვილდებათ ამ საკითხების განხილვა ვიდრე მოზრდილებთან. რომელი მიდგომა უფრო
სწორია და ეფექტური? ინფორმაცია ამის შესახებ
შეზღუდულია და არ არის კონსისტენტური. მშობლების
ჩართვა გაზრდის კომუნიკაციას მოზარდებსა და მათ მშობლებს შორის, მაგრამ ეს მიდგომა
უფრო მიღებულია უმცროს მოზარდებთან . თანატოლების მიერ კონსულტირების პროგრამა უფრო
ეფექტური ჩანს, მაგრამ მოზარდი კონსულტანტების ცოდნის დონეს უფრო ზრდის, ვიდრე დანარჩენი მოსწავლეებისას.
ასევე დგება ის საკითხი, ხომ არ წააქეზებს მოზარდებს ადრეული სექსუალური ცხოვრებისკენ ინფორმაციის
მიწოდება სექსუალური ცხოვრებისა და კონტრაცეპტივების შსახებ? კვლევის მონაცემები უჩვენეენ
რომ - არა. ამავდროულად ის სტუდენტები, რომლებსაც
აქვთ დაწყებული სექსუალური ცხოვრება, თუ აქამდე საერთოდ არ იყენბდნენ ან იშვიათად იყენებდნენ
კონტრაცეპტივებს, კუსის გავლის შემდეგ იწყებენ მის გამოყენებას. ზოგიერთი კვლევა საერთოდ
არ აჩვენებს რაიმე კავშირს სექსუალურ განათლებასა და კონტრაცეპტივების მოხმარებას შორის.

ამ პროგრამის დადებითი მხარე იმაშიცაა რომ მოზარდებს რთავს ნებას პრაქტიკაში გამოიყენონ და განივითარონ
ის უნარები, რომლებიც საჭიროა ან თავის შესაკავებლად ან კონტრაცეპტივების წარმატებულად
გამოყენებისთვის. ბარსმა, ფერტომ, ლელანდმა და ვოლკანმა საშინაო დავალებას მიუერთეს
ისეთი რამ, როგორიცაა მოცემულ საკითხებზე მშობლებთან საუბარი, ორსულობის დაგეგმვის
და თავიდან აცილების მეთოდები, როლური თამაშები კლსში იმ თემებზე რომლებიც მოსწავლეებისთვის
მოულოდნელი და ახალია.

სექსი პრობლემატური თემაა მოზარდების უმრავლესობითვის. არასერიოზული
ურთიერთოების დროს ძაიან ბერი მოზარდი პარტნიორისგან განიცდის ზეწოლას, და მათ უნდა
იცოდნენ რანაირად დააღწიონ თავი მათ. ამ ზეწოლას განიცდიან ორივე სქესის სტუდენტები.

კვლევები მიუთითებენ რომ თავდაჯერებულობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე დაფუძნებული პროგრამები უფრო ეფექტურია.

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა ნემანიშვილი
თეკლა ნემანიშვილი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0