x
მარტოობის განცდა და სოციალური ქსელები


imageდღესდღეისობით, როცა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მოიხმარს სოციალურ ქსელებს, აქტუალურია კითხვა: გავლენას ახდენს თუ არა იგი ადამინებზე? და რაში გამოიხატება ეს გავლენები? მოცემულ სტატიაში ვისაუბრებ სოციალური ქსელებისა და მარტოობის ურთიერთკავშირზე. საინტერესოა, რა დამოკიდებულებაში იმყოფება ეს ორი ცვლადი ერთმანეთთან. სოციალური ქსელების ხშირი მოხმარება იწვევს სოციალურიურთიერთობების ნაკლებობას(საუბარი არაა ვირტულაურ ურთიერთობებზე), რასაც, თავის მხრივ,
თან სდევს მარტოობის გრძნობა. მოცემულ სტატიში ვისაუბრებ, თუ რას ვგულისხმობ მარტოობაში, ასევე განვიხილავ სხვადასხვა კვლევებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის ჩატარებული და ბოლოს, გაგაცნობთ ჩემი კვლევის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც, გამოვკითხე საქართველოში ფართოდ გავრცელებული სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მომხმარებლები. მათ ვთხოვეთ მიეთითებინათ, რა დროს ატრებენ სოციალურ ქსელებში, მარტოობის გასაზომად კი
გამოვიყენეთ UCLA-ს (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჟელესი) მარტოობის საკვლევი კითხვარი,
რომელიც საქართველოს მოსახლეობაზეა ადაპტირებული.



შესავალი


დღეის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი (თითქმის 19%) მოიხმარს სოციალურ ქსელებს. შესაბამისად, აქტუალურია კითხვა: როგორ აისახება სოციალური ქსელების მოხმარება ადამიანებზე?

, რომლებიც განიცდიან სოციალური ურთიერთობების ნაკლებობას, ამიტომ, საინტერესოა, არსებობს თუ არა კორელაცია მარტოობის განცდასა და სოციალური ქსელების მოხმარებას შორის.
სანამ ამ ორ ცვლადს შორის კავშირზე ვისაუბრებდე, მანამდე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა იგულისხმება მარტოობაში.
მარტოობა ეს არის რთული და ხშირ შემთხვევაში
არასასიამოვნო ემოცია, რომელსაც იწვევს იზოლაცია და ურთიერთობების ნაკლებობა. ადამიანები განიცდიან მარტოობას, როცა არ აკმაყოფილებთ თავიანთი სოციალური ურთიერთობები თუ კავშირები. ესაბამისად, არსებობს ტენდენცია, რომ მარტოსულ ადამიანებს ჰყავთ ცოტა მეგობარი და იშვიათად ურთიერთობენ მათთან. აქვთ რა ნაკლები სოციალური კავშირები, მარტოსული ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი ღირებულებები არ არის მისაღები საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის (Kraus et al., 1993 წყაროში Jin, 2013)
კვლევებმა აჩვენა, რომ მარტოსულ ადამიანებს ახასიათებთ ისეთი თვისებები, როგორიცაა მორცხვობა და დაბალი თვითშეფასება(Marangoni & Ickes, 1989 Jin, წყაროში 2013). აღმოჩნდა ისიც, რომ მარტოსული ადამიანები ნაკლებად გულახდილები არიან და თავს იკავებენ გული გადაუშალონ სოცილურ პარტნიორს თავიანთი ინტიმური საკითხების
შესახებ (Solano et. Al, . 1982). ასევე ცნობილია, რომ მარტოსული ადამიანები ნაკლებად ერთვებიან საუბარში, ხოლო თუ ჩაერთვებიან მაშინ არ ცდილობენ თავი მოაწონონ სხვებს,
ძირითადად საკუთარ თავზე ფოკუსირდებიან (Jones, Hobbs, and Hockenbury 1982 წყაროში Jin, 2013 ). ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ მარტოსული ადამიანები ფიქრობენ, რომ ურთიერთობი ცუდად გამოსდით, ისინი არ არიან დაფასებულნი საზოგადოების სხვა წევრების მიერ, ამიტომ თავს იკავებენ ახალი ურთიერთობების წამოწყების ან თუნდაც საუბარში ჩართვისგან.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტოსული ადამიანების სოციალური კეთილდღეობა საკმაოდ დაბალია (Cacioppoa et. Al, . 2008). ანუ მათთვის დამახასიათებელია ოპტიმიზმის, სოციალურობის, ემოციური სტაბილურობის დაბალი დონე, იშვიათად არიან კარგ ხასიათზე. ადამიანებს, რომლებსაც შედარებით კარგი სოციალური უნარები აქვთ, მათი სოაციალური კავშირებიც უფრო ფართოა და, შესაბამისად, იკმაყოფილებენ სოციალური მხარდაჭერის მოთხოვნილებას (Segrin and Flora 2000 წყაროში Jin, 2013 ). სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარგი სოაციალური უნარების მქონე ადამიანები არ განიცდიან მარტოობას, რადგან მათი სოციალური კავშირები ფართოა და ყოველთვის არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც
მიმართავენ რჩევისა თუ დახმარებისთვის. მარტოსულ ადამიანებს კი ყოველთვის უჭირთ სოციალური პარტნიორის მოძებნა, რადგან ცუდი სოაციალური უნარების გამო მათი სოციალური კავშირებიც მცირეა.
რომ შევაჯამოთ, არ აქვთ რა კარგი სოციალური უნარები, მარტოსული ადამიანები განიცდიან სოციალური კავშირების ნაკლებობას, რაც აისახება იმაზე, რომ უჭირთ ურთიერთობებში ჩართვა და წამოწყება. მაგრამ ზემოხსენებული კვლევები მხოლოდ „ცოცხალ“ ურთიერთობებს ეხება და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ხდება ვირტუალური ურთიერთობების დროს. ამიტომ ახლა სწორედ იმ კვლევებზე ვისაუბრებთ, რომელიც მარტოობის განცდასა და სოციალური ქსელების მოხმარებას შორის კავშირის დაგენას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც წლების წინ საზოგადოებამ აქტიუად დაიწყო კომპიუტერული ტექნოლოგიების მოხმარება, მეცნიერები დაინტერესდნენ იმ ურთიერთობების შესწავლით, რომლებიც კომპიუტერის საშულაებით მყარდება. ასევე საინტერესოა არსებობს თუ არა კავშირი სოციალური ქსელების მოხმარებასა და ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა აზრი იმის შესახებ რომ ინტერნეტის მოხმარება უარყოფითად აისახება ჩვენს სოციალურ კეთილდღეობაზე. ამავე პერიოდში ჩატარდა კვლევები, რომლებიც ამტკიცებდენენ, რომ ინტერნეტის გამოყენება
სულაც არ აისახება ადამინებზე უარყოფითად. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ინტერნეტის მოხმარების შედეგი დამოკიდებული იყო იმაზე ექსტრავერტი იყო თუ ინტრავერტი მომხმარებელი. ექსრავერტებისთვის ინტრენტეის მოხმარებას შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სარგებელი მოჰქონდა, რადგან ისინი უფრო იფართოვებდნენ სოციალურ კავშირებს, ინტრავერტების შემთხვევაში კი ინტერნეტის მოხმარებას
ამგვარი სარგებელი არ მოჰქონდა. მკვლევარების ამას უწოდებენ „მდიდარის გამდიდრების“ მოდელს (Kraut et. Al, . 2002 წყაროში Jin, 2013) ეს მოდელი გულისხმობს შემდეგს: ადამიანებს, რომლებასაც „მდიდარი“ (ფართო) სოციალური კავშირები აქვთ რეალურ ცხოვრებაში, ინტერნეტის გამოყენება მათთვის სასარგებლო შედეგების მომტანია. მაგალითად, ეხმარება როგორც ძველ მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში, ასევე ახალი მეგობრების
გაცნბოაში.
მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან სოციალურები, შესაბამისად, მათი სოციალური კავშირებიც მცირეა, ინტერნეტი კი ამ სოციალური კავშირების გაფართოებაში ეხმარებათ. ასე რომ, არსებობს „ღარიბის გამდიდრების“ მოდელიც (Zywica and Danowski 2008). ამ მოდელის მიხედვით შესაძლებელია ინტერნეტმა სარგებელი იმ ადამინებისთვისაც მოიტანოს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში განიცდიან სოციალური კავშირების ნაკლებობას. ინტერნეტის საშულაბეით ისინი ბევრად უფრო ადვილად ურთიერთობენ ადამიანებთან, რადგან „ცოცხალი“ ურთიერთობებისგან განსხავებით აღარ მორცხვობენ, უფრო თავდაჯერებულებიც არიან. ამის მიზეზი შესაძლოა ფიზიკური სიშორე დაანონიმურობაც იყოს ( Jin 2013). მაგალითად, მორცხვ და ინტროვერტ ადამიანებს ბევრად უფრო უადვილდებათ წერილობითი კონტაქტი, ვიდრე - პირისპირ.
საინტერესოა ისიც, არსებობს თუ არა განსხვავება სოციალური ქსელების მომხმარებელთა და არამომხმარებელთა პიროვნულ მახასიათებლებს შორის. ამ საკითხის შესახებ მონაცემების შეგროვებას უნდა ვუმადლოდეთ „ფეისბუკს“, რომელიც ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოციალური ქსელია. კვლევებმა აჩვენა, რომ „ფეისბუკის“ მომხმარებლები არიან უფრო ექსტრავერტები და ნარცისები, ნაკლებად
მარტოსულნი, თუმცა ამავდროულად ნაკლებად სინდისიერნიც (Ryan and Xenos 2011წყაროში Jin, 2013). კვლევებით დამტკიცებულია, რომ ინტროვერსიასა და მარტოობას შორის დადებითი კორელაცია, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ფეისბუკის“ მომხმარებლები არამომხმარებლებთან შედარებით ნაკლებად მარტოსულები იყვნენ (Cacioppoa et. Al, . 2006, წყაროში Cacioppoa, 2008 ).
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც კოლეჯის
სტუდენტებზე ჩატარდა, აღმოჩნდა შემდეგი: მონაწილეებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში არ აქვთ ხშირი სოციალური კონტაქტები, „ფეისბუკშიც“ ცოტა მეგობარი ყავთ და ნაკლებად სავარაუდოა, გამოთქვან სურვილი წამოიწყონ ახალი ვირტუალური ურთიერთობები (Sheldon, 2008 წყაროში Clayton,
Osborne, Miller, Oberle, 2012). ეს მონაცემები არ მოდის თანხმობაში „ღარიბის გამდიდრების“ მოდელთან. ეს იმით შეიძლება ავხსნათ, რომ სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, „ფასებუკში“ ჩვენი მონაცემები არ არის ანონიმური და ამავდროულად ძირითადად იმ ადამიანებს ვიმეგობრებთ და მათთან ვურთიერთობთ, რომელთაც რეალურ ცხოვრებაშიც ვიცნობთ.
ამის საწინააღმდეგოდ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკში“ აქტიურობენ როგორც თვდაჯერებული და ფართო სოციალური კავშირების მქონე ინდივიდები, ისე - ნაკლებად თავდაჯერებული და მცირე კავშირების მქონენი. მიუხედავად
იმისა, არიან თუ არა რეალურ ცხოვრებაში პოპულარულები, ორივე ტიპის ადამიანები ცდილობენ „ფეისბუკში“ იყვნენ პოპულარულები, თავი მოაწონონ „ფეისბუკ“ მეგობრებს (Zaywika and Danowski 2008). ამიტომაც ერთნაირად აქტიურობენ: წერენ პოსტებსა თუ კომენტარებს, ტვირთავენ ფოტოსურატებს, იზიარებენ პოსტებსა თუ სტატიებს. მარტოსული ადამიანები იყენებენ „ფეისბუკს“ იმისთვის, რომ თავს მარტოდ გრძნობენ, „ფეისბუკი“ კი ამ განცდის გადალახვაში ეხმარებათ. ისინი ცდილობენ რამენაირად ამოივსონ ის უკმაყოფილება, რომელსაც სოციალური კავშირების სიმცირის გამო გრძნობენ, „ფეისბუკი“ კი ამისთვის ძალიან კარგი საშულაებაა (Jin 2013).
რომ შევაჯამოთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ “ფეისბუკის“ შემთხვევაში მოქმედებს როგორც „მდიდარის გამდიდრების“, ისე „ღარიბის გამდიდრების“ მოდელი (Jin 2013).
საინტერესოა, რამდენად შეესაბამება უცხოეთში
ჩატარებული კვლევების მონაცემები ქართულ მონაცემებს. ამის დასადგენად, გადავწყვიტე ჩამეტარებინა მცირე მასშტაბი კვლევა, რომელიც ცდილობს დაადგინოს რა სახის კორელაცია
არსებობს მარტოობის განცდასა და სოციალური ქსელების მოხმარებას შორის. ჩემი ჰიპოთეზა შემდგომში მდგომარეობს: მარტოობის განცდასადა სოციალური ქსელების მოხმარების სიხშირეს შორის დადებითი კორელაციაა, ანუ რაც უფრო მარტოსულია ადამიანი მით უფრო ხშირად იყენებს სოციალურ ქსელეს. ამგვარი ჰიპოთეზის ჩამოყალიბების საფუძველი მომცა შემდეგმა: ყველა ადამიანს აქვს აფილაციის მოთხოვნილება, მარტოსულ ადამიანებას მხოლოდ „ცოცხალი ურთიერთობებიდან ვერ იკმაყოფილებენ, რადგან პირისპირი ურთიერთობების დროს გრძნობენ სიმორცხვეს, არ არიან თავდაჯერებულები, შესაბამისად, ვერ ერთვებიან საუბარში და, ზოგადად, ურთიერთობებიც ცუდად გამოსდით. სოციალური ქსელები კი მათ ამ კომპლექსების გადალახვაში ეხმარება, ამ
გზით ისინი უფრო ადვილად ურთიერთობენ, რადგან ვირტუალური ურთერთობების ძირითადად წერილობით
კონტაქტზეა დაფუძნებული. და როგორც ზემოთ ვახსენე, მარტოსულ ადამიანებს ბევრად უფრო უადვილდებათ წერილობითი ურთიერთობები, ვიდრე - პირისპირი.

კვლევის მეთოდი

გამომდინარე იქიდან, რომ მაინტერესებდა სოციაური ქსელების მომხმარებელთა აზრი, გადავწყვიტე ჩამეტარებინა ინტერნეტ გამოკითხვა. რესპონდენტებს წარმოადგენდნენ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სოციაურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებლები. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 147 ადამიანი. აქედან 30(20%) მამრობითი სქესისა, 117(80%) კი მდედრობითი სქესისა. კვლევის მონაწილეთა ასაკი მერყეობს 13-დან 60 წლამდე. რესპოდენტები ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ: გამოკითხულთა 11% 13-17 ასაკობრივ ჯგუფში მოხვდა, 63% - 18-21, 13% - 22-29, 9% - 30-45, 4% - 46-60 ასაკობრივ ჯგუში. რესპონდენტთა 6% იყო არასრული საშუალო განათლებით, 8% - საშუალო განათლებით, 65% არასრული უმაღლესი განათლებით ან სტუდენტი იყო, 21% კი უმაღლესი განათლებით.
კითხვარი, რომელიც კვლევისას გამოვიყენე სამი ბლოკისგან შედგებოდა. პირველ ბლოკში წარმოდგენილი იყო დემოგრაფიული კითხვები: სქესი, ასაკი, განათლება. მეორე ბლოკში წარმოდგენილი კითხვები ეხებოდა სციალური ქსელების მოხმარებას. ამ ბლოკში წარმოდგენილი იყო ორი კითხვა: რა სიხშირით მიხმართ სოციალურ ქსელებს? (სავარაუდო პასუხები: ყოველდღიურად, კვირაში რამდენჯერმე, კვირასი ერთხელ, თვეში რამდენჯერმე, თვეში ერთხელ,
რამდენიმე თვეში ერთხელ) და დღეში რამდენ საათს ატარებთ სოციალურ ქსელებში? (0-1 საათამდე, 1-3 საათამდე, 3-6 საათამდე, 6-10 საათამდე, 10 და მეტი). მესამე ბლოკში წარმოდგენილი იყო ლოს-ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მარტოობის სკალა UCLA Loneliness Scale), რისი საშუალებითაც შევეცადეთ გაგვეზომა რესპონდენტათა მარტოობის დონე.
მოცემული სკალა მარტოობის ყველაზე გავრცელებული
საზომია. პირველად იგი 1978 წელს შეიქმნა, თუმცა ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გადამუშავდა.
სკალა ეყრდნობა მარტოობის, როგორც სოციალური ურთიერთობების სიმცირეზე ემოციური პასუხის გაგებას. მისი სასუალებით იზომება მარტოობა თუმცა უფრო როგორც პიროვნული თვისება, ვიდრე მდგომარეობა (სუმბაძე, ქიტიაშვილი, ფირცხალავა, მაისურაძე, 2012). სკალა 20 კითხვისგან შედგება, რომელთაგან 11 ნეგატიური შინაარსისაა, 9 კი - პოზიტიური.
დებულებებს რესპონდენტები 4-საფეხურიან ლიკერტის ტიპის სკალაზე აფასებენ. სკალაზე 1=არასდროს, 2=იშვიათად, 3=ზოგჯერ, 4=ყოველთვის.
ქულათა საერთო ჯამი შეიძლება იყოს 20-დან 80-ის ფარგლებში. სკალაზე დაგროვილი დაბალი ქულა გამოხატავს მარტოოის დაბალ დონეს, ხოლო მაღალი ქულა - მაღალ დონეს (Russell et. Al, 1980 წყაროში სუმბაძე, ქიტიაშვილი, ფირცხალავა, მაისურაძე, 2012).
მოცემული სკალის მესამე ვერსია საქართველოს
მოსახლეობაზეა ადაპტირებული და კვლევაში სწორედ
ეს სკალა გამოვიყენე. ქართული პოპულაციისთვის სკალის ნორმები შემდეგნაირია: საშუალო - 36.7, მოდა 35, მედიანა - 35, სტანდარტული გადახრა - 7.9.
მოცემული კითხავრი, რომელსაც უნდა ეკვლია
კორელაცია მარტოობასა და სოც. ქსელების მოხმარებას შორის, განვათავსე „ფეისბუკის“ სხვადასხა ჯგუფებში და მომხმარებლებს ვთხოვეთ შეევსოთ ის.
მონაცემების მიღება გრძელდებოდა სამი დღის განმავლობში.

მიღებული შედეგები და მათი განხილვა



ქსელების მოხმარებას შორის არებულ კავშირზე ვისაუბრებდეთ, მანამდე წარმოვადგენ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს. მარტოობის მაჩვეებელი ჩემს რესპონდენტებს შორის მერყეობდა 21-დან 76 ქულამდე, ქულათა საშუალო 40.66, რაც აღემატება ქართული პოპულაციისთვის გაწერილ ნორმას (36, 7), თუმცა თითქმის ტოლია ორიგინალი ნორმისა (40, 08). ქულათა მოდა 39, რაც ასევე აღემატება ქართული პიპულაციის ნორმას (35), სტანდარტული გადახრა კი 10.84-ია, რაც მნიშვნელოვნად მეტია ნორმაზე (7.9). ეს განსხვავებები იმით შეიძლება ავხსნათ, რომ ქართული პოპულაციისთვის ადაპტირებისას რესპონდენტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო ყოველ ასაკობრივ ჯგუფში, ჩემი კვლევის დროს კი რესპონდენების უმრავლესობა(65%) სტუდენტი იყო. სტუდენტები კი მათი დატვირთული გრაფიკის გამო, სავარაუდოდ უფრო განიცდიან სოციალური კავშირების ნაკლებობას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი სოციალური კავშირების უმრავლესობა თანაკურსელთა და ოჯახის წევრების ამარაა, განსხვავებით სხვა ასაკობრივი
ჯგუფის წარმომადგენლებისა, რომლებსაც უფრო მეტი დრო რჩებათ სოციალური კავშირების გაფართოებისათვის, შესაბამისად თავს ნაკლებად მარტოსულად გრძნობენ. ასე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიჭები უფრო მარტოსულები არიან, ვიდრე გოგონები, რაც თანხმობაში მოდის უკვე არსებულ კვლევასთან.
რაც შეეხება სოც.ქსელების მოხმარებას, რესპონდენტთა
უმრაველესოაბა (86%) ყოველდღიურად მოიხმარს მათ, 12% - კვირასი რამდენჯერმე, 1% - თვეში რამდენჯერმე, ასევე 1% - რამდენიმე თვეში ერთხელ. დღის განმავლობაში დახარჯული საათების რაოდენობა კი ასე ნაწილდება: 17% 0-1 საათამდე,
47% 1-3 საათამდე, 22% - 3-6 საათამდე, 10% - 6-10 საათამდე, 3% - 10 საათი და მეტი.
რაც შეეხება კორელაციას მარტოობის განცდასა და სოც. ქსელების მოხმარებას შორის ჩემი ჰიპოთეზა, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ამ ორ ცვლად შორის მარტო დადებითი კორელაცია კი არა, საერთოდ კორელაცია რა გამოვლინდა. კორელაციის კოეფიციენტი არასანდო იყო(P=-0, 051) ამგვარი შედეგი საკმაოდ გასაკვირია, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევის მონაცემებს. შესაძლოა აგმვარი შედეგები სწორედ კულტურილი სხვაობით იყოს განპირობებული, ან იმის ბრალი იყოს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სტუდენტი იყო.
ვერ ვიპოვე რა კორელაცია ამ ორც ცვალდს შორის, გადავწყვიტე მარტობის სკალის თითოეული კითხვა შემედარებინა სოც ქსელების მოხმარების სიხშირესთან.
აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში გატარებული
საათების რაოდებობა დადებით კორელაციაშია (0.215) კითხვასთან: „რამდენად ხშირად გრძნობთ, რომ არავინაა, ვისაც შეიძლება მიმართოთ რჩევისა და მხარდაჭერისთვის?“ რაც უფრო მაღალი იყო სოციალურ ქსელებში გატარებული საათების
რაოდენობა, მიტ უფრო ხშირი იყო პასუხი „ზოგჯერ“ ან „ყოველთვის“.
ასევე, დადებით კორელაციას ჰქონდა ადგილი სოც.ქსელებში გატარებულ საათებსა და კითხვას:“რამდენად ხშირად გრძნობთ თავს მარტოდ?“ რაც უფრო მეტ საათს ატარებდნენ სოციალურ ქსელებში რესპონდენტები, მით უფრო ხშირი იყო პასუხის ტიპი:“ყოველთვის“ ან „ზოგჯერ“. ეს კითხვა მეტად მნიშვნელოვანია, არის რა კითხვარში ყველაზე მარტივად ფორმულირებული და ადვილად გასაგები. ამიტომ შეიძლება მას დავეყრდნოთ. რესპონდენტთა 13%-მა განაცხადა, რომ თა3ვს ყოველთვის მარტოდ გრძნობენ, 24%-ის თქნით კი ზოგჯერ გრძნობენ ხოლმე თავს მარტოდ. ეს მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, მითუმეტეს ქართული კულთურისთვის, რომლისთვისაც ექსტრავერსიაა დამახასიათებელი და ხალხიც საკმაოდ კომუნიკაბელური, არ არის მორცხვი და ახასიათებს გულის ადვილად გადაშლა.
უარყოფითი კორელაცია (-0.172) აღმოჩნდა სოც. ქსელებში გატარებულ საათებსა და კითხვას, „რამდენად ხშირად გრძნობთ, რომ მეგობრული ადამიანი ხართ?“, შორის. რაც უფრო მეტ დროს ატარებდენ მომხმარებლები „ფეისბუკში“, მით უფრო ნაკლებად მეგობრულად მიიჩნევდნენ თავს. ამგვარი შედეგი შეიძლება შემდეგმაირად აიხსნას: ადამიანები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში ცოტა მეგობარი ყავთ და, შესაბამისად, არც თავს მიიჩნევენ მეგობრულად, მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში, იმ იმედით, რომ აქ შეივსებენ სოაციალური კავშირების ნაკლებობას, თუმცა თავიანთი უუნარობის (არ არიან კომუნიკაბელურნი, არიან მორცხვები, უჭირთ ურთიერთობების წამოწყება და ა.შ) გამო ვერც
სოაციალური ქსელების საშუალებით იფართოვებენ სოციალურ კავშირებს და, შეაბამისად, კვლავ აქვთ იმის განცდა, რომ ნაკლებად მეეგობრულები არიან.

დასკვნა


თუ ამ სამ კითვას დავეყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰიპოთეზა, “დადებითი კორელაცია მარტოობის განცდასა და სოც. ქსელების მოხმარებას შორის“ მეტ-ნაკლებად გამართლდა, ანუ რაც უფრო მარტოცულები არიან ადამიანები, მით უფრო ხშირად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს.
მართალია ეს მონაცემები არ არის რეპრეზენტატული
მთელი საქართველოს პოპულაციისა, ტუმცა გარკვეულ შეხედულებებს მაინც გვიყალიბებს, ასე რომ, ესაძლებელი მასზე დაყრდნობით გამოითქვას ახალი ჰიპოთეზები და ჩატარდეს ახალი კვლევები.




0
262
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა ნემანიშვილი
თეკლა ნემანიშვილი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0