x
რასობრივი განსხავავების ეფექტი ემოციების აღქმის დროს

რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ იქნებოდა ჩვენი ცხოვრება გრძნობებისა და ემოციების გარეშე. ემოციებს ძალიან დიდი როლი აკისრია ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს. იმაზე თუ როგორი შთაბეჭდილება შეგვექმნება ადამიანზე, როგორ დასკვნებს გამოვიტანთ მის ქცევაზე მნიშვნელოვანწილად
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად არვიქვავთ მის ემოციებს. ემოციების ღქმა საკმაოდ რთული პროცესია. მათი აღქმის სიზუსტე ხშირ შემთხვევში დამიკიდებულია იმაზე, თუ რომელი კულტურის, რასის, ეთნოსის და ა.შ. წარმომადგენელია, აღსაქმელი ინდიდვიდი. მოცემულ სტატიაში, ვისაუბრებ ემოციების აღქმისას რასობრივი განსხვავების ეფექტის შესახებ და გაგაცნობთ იმ კვლევის მონაცემებს, რომელიც ჩავატარე.

შესავალი


ჩვენ ადამიანებზე დაკვირვების განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ მათ ემოციებს, ამაზე დაყრდნობით
გამოგვაქვა დასკვნები, გვიყალიბდება შთაბეჭდილებები. როგორც ცნობილია, ემოციის ღქმაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, თუ რომელი ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სხვა ჯგუფის წევრია აღსაქმელი ინდივიდი. ამ შემთხვევაში მე დავინტერესდი რასობრივი განსხავებებით. ჩემი ჰიპოთეზა შემდეგში მდგომარეობდა: აღსაქმელი პირის რასობრივი მიკუთვნებულობა გავლენას ახდენს აქტორის მიერ მის აღქმაზე. ვივარაუდე, რომ თეთრკანიანებს(ევროპეიდებს) ( ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ მხოლოდ თეთრკანიანი ინდიდვიდები, რადგან ხელი მხოლოდ მათზე მიმიწვდებოდა),
უფრო გაუადვილდებოდათ მათივე რასობრივი ჯგუფის წარმომადგენლის ემოციის აღქმა ვიდრე განსხავებულისა, ვთქვათ, მონღოლოიდებისა, ავსტრალოიდებისა თუ სხვა. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებდა მათ მიერ შავკანიანების ემოციების აღქმის შედეგები.
სანამ საკუთრივ ექსპერიმენტის შედეგებს შევეხებოდე, მანამ ვისაუბრებ იმ კვლევების შესახებ, რომლების
კვე ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
თავდაპირველად გავმარტოთ, რას ვგულისხმობ ემოციაში. ემოცია ეს არის ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნბას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას;წარმოადგენს პასუხს სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელვნად არის აღქმული (გერიგი, ზიმბარდო, 2009). მაგალითად ავიღოთ ისეთი ემოცია, როგორიცაა ზიზღი. იმისთვის რომ მე ეს ემოცია დამეუფლოს საჭიროა არსებიბდეს რაიმე „ნივთი“, ვთქვათ,
საკვები, რომელსაც ცუდი სუნი ასდის. მე ყნოსვის საშულაებიტ სევიგრძნობ ამ სუნს და მოხდება ფიზიკური აღზნება. შემდეგ კოგნიტური პროცების სასუალებით, გავაცნობიერებ იმასაც, რომ
ეს სუნი სწორედ ამ სკვებთანა დაკავშირებული, რომელსაც ვხედავ, ვფიქრობ, რომ ამ საკების მიღებამ შეიძლება მავნოს, ამიტო ვირებ გადაწყვეტილებას არ მივირთვა იგი, რაც გამოიხატება ქცევაში და ასევე სახის გარკვეულ მიმიკაშიც, რომელიც ზიზღის გამომხატველია.

ემოციების კვლევა თავდაპირველად ჩარზ დარვინმა დაიწყო. იგი თვლიდა, რ ომ ემოციები განვითარდა ადამიანებში,
სტრუქტურებისა და ფუნქციების სხვა მნიშვნელოვან ასექტებთან ერთად (გერიგი, ზიმბარდო, 2009). დარვინი ფიქრობდა, რომ ემოციები თანდაყოლილია, თუმცა არც ასე სწორხაზოვნადაა საქმე. თუ დარვინს დავეყრდნობით, გამოდის, მსოფლიოში ყველა ბავშვს ერთნაირი ემოციები უნდა ქონდე, რაც სრულიად არარეალურია. მიუხედავად ამისა, ღმოჩნდა, რომ რამდენიმე ემოცია მართლაც, თანდაყოლილია და მათი აღქმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ინდივიდს სეუძლია. მათ ბაზისურ ანუ უნივერსალურ ემოციებს უწოდებენ. თავდაპირველად გამოიყო ექვსი ბაზისური ემოცია, თუმცა მოგვიანებით დაამატეს მეშვიდეც. ეს ემოციებია: შიში, ზიზღი, სიზარული( ბედნიერება, სიყვარული), ბრაზი, სევდა, სიძულვილი. ახალი გვინეის დამწერლობის არმქონე კულტურის (ფორეს კულტურის) წარმომადგენლები, რომლებსაც ამ ექსერიმენტამდე არავითარი შეხება არ ჰქონდათ დასავლეთთან, ზუსტად ახდენდნენ ევროპეიდული სახეების იდენტიფიკაციას. შემდგომ ამ ტომის წარმომადგენლებს სთოხეს ამ შვიი ემოციის ექსპრესირება. როდესაც ამერიკელ სტუდენტებს უჩვენეს ფორეს კულტურის წარმომადგენლების მიერ გამოხატული ემოციები, მათ ზუსტად მოახერხეს ემოციების ექსპრესირება (Ekman &Friesen, 1971, წყაროში გერიგი, ზიმბარდო, 2009).
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა რომ ადამიანები უკეთ აღიქვამენ იმ ადამიანის ემოციებს, რომლებიც მათი კულტურის წარმომადგენლები არიან (Elfenbein and Ambady, 2003).
სხვა კვლევაც ამტკიცებდა, რომ ადამიანებს უფრო უადვილდებათ იმ ინდივიდების ემოციის ამოცნობა, რომელთა სახეც მათ სახესთანაა მიახლოებული. კვლევაში მონაწილეებს (კავკასიელები, კანადელები, ეთიოპელები, რომლებიც ისრაელში ცხოვრობდნე) სთხოვდნენ ამოეცნოთ ერთმანეთის ემოციები. არმოჩნდა, რომ კანადელებმა ბევრად უფრო ზუდსტად ამოიცნეს კავკასიელტა ემოციები, ვიდრე ეთიოპიელებისა (Wolfgang & Cohen, 1988 წყაროში Elfenbein
and Ambady, 2003).
ერთ-ერთ კვლევაში, სადაც მონაწილეობდნენ ზამბიელი და ამერიკელი სტუდენტები, მათ თხოვდნენ ამოეცნოთ ერთმანეთის ემოციები. აღმოჩნდა რომ ამერიკელები უფრო ზუსტები იყვნენ, როგორც ამერიკელების, ისე ზამბიელების ემოციების ამოცნობაში, ვიდრე ზამბიელები. ზამბილებმა უკეთ შეძლეს ზამბიელების ემოციების ამოცნობა (Kilbride & Yarczower, 1983 წყაროში Chang, 2007).
ამგვარი კვლევები მრავლადაა ჩატარებული კავკასიელებზე და მათ შორის, ალბათ, ქართველებზეც. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო დავკონკრეტები და კვლევას ჩავატარებ მხოლოდ ქართვლებზე, საინტერესოა, როგორ შეძლებენ ისინი შავკაიანთა ემოციების ამოცნობას.

მეთოდი

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ოცმა ადამიანმა, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა. აქედან 15 იყო მდედრობითი სქესისა, 5 კი კი მამრობითისა. მათი ასაკი იყო19, 20 და 21 წელი.
ექსერიმენტის ფარგლებში გამოვიყენეთ ჯგუფშიდა სქემა.
თავდაპირველად მონაწილეებს ეკრანზე (ექსპერიმენტული ჯგუფი) ვჩვენებდით შავკანიანი ადამიანების ფოტოებს (სულ 12 ფოტო), სადაც თანაბრად იყვნენ გამოსახულნი მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები და გამოხატავდენენ სხვადასხვა ემოციებს შვიდი ბაზისური ემოციების ფარგლებში. მონაწილეებს ვთხოვით ფურცებზე აღენიშნათ თითოეული ინდივიდის მიერ გამოსახული ემოცია. მოგვიანეებით ამავე მონაწილეებს (საკონტროლო ჯგუფი) ეკრანზე ვუჩვენეთ ტეთრკანიანი ადამიანები, რომლებიც ასევე შვიდი უნივერსალური ემოციის ფარგლებში გამოხატავდნე ემოციებს.
სურათები, რომლებსაც მონაწილეებს ვაჩვენებდი, მოვიძიე
ინტერეტის შაშუალებით.

კვლევის შედეგები
და განხილვა

მონაწილეებს საეღთო ჯამში ვაჟვენეთ 24 სურათი. სწორად გამონობილ ემოციათა საშუალო ორივე ჯგუფში გამოვისა 17.1. ექსპერიმენტულ ჯგუფში საშუალო იყო 5.8, ანუ მონაწილეებმა 12 სურათიდან, რომლებზეც შავკანიანები იყვნენ გამოსახული, საშუალოდ 5, 8 სურატზე გამოხატული ემოცია ამოიცნეს. იმავე მაჩვენებელი საკონტროლო ჯგუფში იყო 11.3. P>0.05. Tკრიტერიუმი მივიღე
-2, 1, Tკრიტიკული იყი 2.01 და -2.01, შესაბამისად T რეალური მოხვდა მირების ინტერვალში და შესაბამისად ჩემი ჰიპოთეზა გამართლდა. ქართველ სტუდენტებს გაუჭირდათ შავკანიანი ინდიდვიდების ემოციების ამოცნობა.
ამგვარი შედეგები არც იყო გასაკვირი, რადგან უკვე ჩატარებული უმარავი კვლევა ამაზე მეტყველებდა. მონაწილეებს უფრო გაუადვილდათ თეთრკანიანთა ემოციების
ამოცნობა, გამოდინარე იქიდან, რომ მათი სახეები უფრო მისგავსებულია ერთმანეთთან. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ თეთრკაიანების თითოეული ამოცნობაზე მონაწილეებმა საშუალოდ 30 წამი დახარჯეს, შავკანიანების ემოციების ამოცნობას საშუალოდ 86, 7 წამი დასჭირდა.
ჩვენ მონაწილეებს გამოვკითეთ დემოგრაფიული მოცაემები: სქესი, ასაკი. ასევე, ვთხოვეთ მიეთითებინათ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (GPA) და ის მიმართულება, რომელზეც სწავლობდნენ.
ვვარაუდობდი, რომ მონაწილეებს თავიანთი სქესის წარმომადგენლის ემოციის ამოცნობა უფრო გაუადვილდებიდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. ასე ვვარაუდობდი, რომ ისინი უფრო ზუსტად და უფრო სწრაფად ამოიცნობდნენ ემოციებს, რომლებსაც
მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ. ჩემი ჰიპოთეზა არც ამ შემთხვევაში გამართლდა.მიუხედავად აკადემიური მოსწრების მაჩვენებლისა, მონაწილეებმა ერთნაირი სიზუსტით ამოიცნეს ემოციები, თუმცა ჩემდა გასაკვირად მაღალი აკად. მოსწრების მქონე სტუდენტებმა უფრო მეტი დრო დახარჯეს თითოეული ემოციის ამოცნობისთვის, ვიდრე შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა. ჩემი აზრით
ამგვარი განსვავება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „კარგი“ სტუდენტები უფრო მოწადინებულნი იყვნენ სწორი პასუხები, გაეცათ, რაგან ამას მიჩვეულნი არიან, და ბოლომდე ეცადნენ ზუსტად ამოეცნოთ ემოციები.
ასევე განსხვავება მომცა მიმართულებებმა. ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ბევრად უფორ სუსტად ამოცნეს ემოციები, რაც მოსალოდნელიიყო,
რადგან მათ მეტ-ნაკლებად მაინც აქვთ ინფორმაცია ემოციების შესახებ, გაიარეს რა შესაბამისი კურსები. აქედან გამოდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ემოციების ამოცნობა დასწავლადია, მითუმეთეს, როცა საქმე შვიდ ბაზისურ ემოცია ეხება.


დასკვნა

დასკვნის სახიტ ვითყვი, რომ, რა თქმა უდა შეუძლებელია ეს მონაძემები მთელი საქრთველოს პოპულაციაზე განვავრცოტ, რადგან ერთი კოკრეტული ჯგუფის შესახებ მეტყველებს. თუმცა მის საფუძველზე გარკვეული სტაბეჭდილებები გვიყალიბდება და კიდევ უფრო გვიმყარდება ის აზრი, რომ აღსაქმელი პირის რასობრივი მიკუთვნებულობა გავლენას ახდენს აქტორის (აღმქმელის) მიერ მისი ემოციის აღქმაზე.


0
88
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეკლა ნემანიშვილი
თეკლა ნემანიშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0