x
გუგლის ეფექტი მეხსიერებაზე

image

დღეს ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ
და ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. სმართფონების, ლეპტოპების
და ტაბლეტების მეშვეობით ჩვენ თითქმის სულ მიგვიწვდება ხელი ინრენეტთან. შესაბამისად
ინტერნეტის მეშვეობით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ. ასე რომ, ჩნდება კითხვა მოქმედებს
თუ არა ჩვენს აზროვნებაზე ინფორმაციის მიღების ეს ახალი მეთოდი? ახალ ინტელექტუალურ
ტექნოლოგიებთან ადაპტაციამ, მართლაც განტვირთა ადამიანის კოგნიცია და მეხსირება. საშიშროება
კი იმაშია, რომ დამიანის გონების მეხსიერებისგან განტვირთვა მიგვიყვანს იქამდე რომ
დავკარგავთ იმას, რაც ჩვენ ადამანებად გვაყალიბებს - აზროვნების უნარსა და ინტელექტს.



2011 წელს კოლუმბიის
უნივერსიტეტში ბეტი სპეროუმ ჩაატარა ექსპერიმენტთა ძალიან ს აინტერესო სერია. დადგინდა,
რომ როცა ადამიანებმა იციან რომ მომავალში ექნებათ საშუალება ისარგებლონ ინტერნეტით,
იმ ინფორმაციას კი არ იხსენებენ, რომლის გახსენებაც ესჭიროებათ, არამედ იხსენებენ იმას
თუ სად შეიძლება მოძებნო ეს ინფორმაცია ინტერნეტში. ამ ახალ ტენდენციას, რომ გაიხსენო
ის თუ სად შეიძლება მოიძიო ინფორმაცია და არა დაიწყო საკუთრივ ინფორმაციის გახსენება
ეწოდება „გუგლის ეფექტი“. კვლევის ავტორის თქმით, ჩვენ არ ვიმაზსოვრებთ ისეტთ
ინფორმაციას, რომლის მოძიების იმედი ინტერნეტში გვაქვს. უფრო დიდია იმის ალბატობა რომ
დავიმახსოვრებთ ინფორმაციას, რომელსაც ინტერნეტში ვერ მოვიძიებთ. სპეროუ განმარტავს,
რომ ინტერნეტი გხდა ძირითადი ფორმა იმისა, რასაც ფსიქლოგბი უწოდენე ტრანსაქტიულ მეხსიერებას
- მოგონებები, რომელებიც ჩვენთვის ექსტერნალურია, მაგრამ ვიცით როდის და როგორ გავხადოთ
ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ასეთი მეხსირების სტრუქტირა დამახასიათებელია გარკვეული ჯგუფებისთვის.
კარგი მაგალითია ცოლ-ქმარი, რომლებსაც დანაწილებული აქვს ინფორმაცია გარკვეული საკითხების
შესახებ. მაგალითად ცოლი შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ისეთ ინფორმაციის გახსენებაზე
როგორიცაა ოჯახური შეხვედრები და სხვადასხვა თარიღები, ქმარი კი - საკონტაქტო ინფორმაციაზე. მათ ნებისმიერ მოენტში
შეიძლება მიმართონ ერთმანეთს კონსულტაციისთვის ანუ გამოართვან საჭირო ინფორმაცია. დღესდღეობით
მეუღლე და სხვა ადამიანი ჩანაცვლებულია კომპიუტერით, სადაც შეგიძლია
საიჭირო ინფორმაციის მოძიება.


კვლევის მიზანი
იყო დაედგინა ხომ არ გახდა ინტერნეტი ტრანაქტიური მეხსიერების ერთგვარი ფორმა, ხომ
არ ჩაანაცვლა იგი.


ჩატარდა 4 ექსპერიმენტი.
პირველ ექსპერიმენტში გამოყენებული იყო სტრუპის ამოცანის მოდიფიცირებული ვერსია და
ცდილობდა დაედგინა მიმართულები არიან თუ არა დამიანები იფიქრონ კომპიუტრზე ცოდნის ძიების პროცესში. თავდაპირველად სუბიექტებს წარუდგინე კითხვათა ორ
ბლოკი : მარტივი ( კიდევ
არსებობენ დინოზავრები? მელვინმა დაწერეა მობი დიკი?შეჩერების ნიჩანი წილთელი ფერისაა?
და ასე შემდეგ) და რთული (კოსტა რიას ფართობი მეთია თუ დანიის? ბენჯამინ ფრანკლინი
დადიოდა პიანინოს გაკვეთილებზე?ჰიჩკოკი ხორცს ჭამდა?). ამის შემდეგ მათ დასამახსოვრებლად
მისცეს 6ნიშნა ნომერი, რათა შეექმნათ კოგნიტური გადატვირთვა. ამის შემდეგ მათ უნდა
დაესრულებინათ სტრუპის ამოცანა. რთული კითხვების ბლოკი გამოიყენეს პრაიმინგის ეფექტისთვის
- რომლის მიზანი იყო შეექმნა ინფორმაციის საჭიროება ანუ მონაწილეს ეფიქრა: სად შეიძლება
მოვიპოვო ეს ინფორმაცია?


სტრუპის ტრადიციული
ამოცანისგან განსხვავებით, სადაც გამოყენებულია ფერები, სპეროუ იყენებდა კომპიტერულ
( გუგლი, იაჰუ) და არაკომპიუტერულ(კოკაკოლა, ნაიკი, წიგნი) ტერმინებს. სტროპის ამოცანაზე
ჩატარებული სხვა კვლევები ამტკიცებს რომ რეაქცია ნელა მიმდიანარეობს, როცა მონაწილეს
უწევს დაფიქრება ტერმინზე. სპეროუს კვლევამ უჩვენა რომ როდესაც მონაწილეებს ეძლეოდათ
რთული კითხვები და შესაბამისად იყო ინფორმაციის მაღალია საჭიროება, მონაწილეებმა უჩვენეს
ნელი რეაქცია კომპიუტერული ტერმინების დროს, ვიდრე არაკომპიუტერული ტერმინების დროს.
ეს მოხდა იმიტომ, რომ რთული კითხვებზე პასუხი მონაწილეებს თავად არ ქონდათ და დაიწყეს
იმაზე ფიქრი ინტერნეტში თუ სად შეიძლება მოეძებნათ პასუხები. როდესაც შტრუპის ამოცანა
მისცეს იმ სიტყვებზე რეაქცია, რომლების კომპიუტერთან იყო დაკავშირებული (საძებო სისტემები)
იყო ნელი და დიდი დრო დსჭირდათ. მიზეზი ის არის, რომ მონაწილეების გონება როცა აზროვნებას
იწყებსამის პარალელურად ისისნი იწყებენ ფიქრს საძიებო სისტემებზეც.


მეორე ექსპერიმენტში
მკვლევარებს აინტერესებდათ ემახსოვრებოდათ თუ არა მონაწილეებს ის ინფორმაცია, რომელის
მოძიების იმედიც მოგვიაებით ინტერნეტში ექნებოდათ. მონაწილეები დაიყვნენ ორ ჯგუფად.
მათ აძლევდნენ 40 ადვილად დასამახსოვრებელ წინადადებებს. შემდეგ ეს დებულებები მათ ააკრეფინეს კომპიუტერში
რათა ყურადღება უკეთ გაემახვილებინათ და უკეთ დაემახსოვრებინათ. ნაწილს ეუბნებოდნენ
რომ აკრეფილ მონაცემებს კომპიუტერი შეინახავდა მორე ჯგუფს კი ეუბნებიდნენ რომ კომპიუტერი
წინადადებებს არ შეინახავდა. ამავდროულად მონაწილეთა ნახევარს, ორივე ჯგუფიდან სთხოვეს
დაემახსოვრებინათ ინფორმაცია. წაკითხვისა და აკრეფის მერე მონაწილეებს უნდა დაეწერათ
მით უფრო მეტი წინადადება რისი აღდგენაც შეეძლოთ. მონაცემები ასეთი იყო: იმ მონაწილეებმა
რომლეებმაც იცოდნენ რომ ინფორმაცია კომპიუტერიდან წაიშლებოდა ბევრად უკეთ დაიმახსოვრეს
წინადადებები (29), ვიდრე მათ რომლებმაც იცოდნენ რომ წინადადებები კომპიუტერში შეინახებოდა
(19). ამავდროულად თხოვნას მონაწილეთა ერთი ნაწილისთვის დაემახსოვრებინათ წინადადებები
არავითარი ცვლილება არ მოუცია მონაცემებში.


მესამე ექსპერიმეტში
შემოწმდა მეხსიერება იმისა თუ სად შეიძლება მოიძებნოს ის ინფრომაცია, რომლის მოძებნაც
ინტერნეტითაა შესაძლებელი. მონაწილეები კვლავ კითხულობდნენ და კომპიუტერში კრეფდნენ
მარტივად დასამხასოვრებელ წინადადებებს, ოღონ ამჯერად 3 ჯგუფი იყო. პირველ ჯგუფს ეუბნებოდნენ
რომ წინადადებები შენახული იქნებოდა კომპიუტერში, მეორეს ეუბნებოდნენ რომ წინადადებები
იქნებოდაშენეხული ხუთიდან ერთ-ერთ ფაილში ( ამ ფაილების ჩამონათვალი რთულად დასამახსოვრებელი
იყო და ისეთი ფაილები იყო სადაც ძალიან იშვიათად ვინახავთ რამეს). მესამე ჯგუფს კი
უთხრეს რო წინადადებები მათი კომპიუტერიდან ამოიშლებოდა. ამის შემდეგ მათ კიდევ ერთხელ მისცეს წინადადებების
წაკითხვის საშუალება. შემდგომ მონაწილეებს სთხოვეს ღედგინათ წინადადებათა მაქსიმალური
რაოდენობა. მონაცემები ასეთი იყო: მონაწილეებს, რომლის კომპიუტერმაც წინადადებები წაშალა
ყველაზე კარგი მეხსიერება ქონდათ, შემდეგ იყვნენ ისინი, რომლებსაც უთხრეს რომ კომიუტერი
შეინახავდა წინადადებებს და ბოლოს ისინი, ვისაც უთხრეს რომ კომპიუტერი კონკრეტულ ფაილებში
შინახავდა წინადადებებს.


4 ექსპერიმენტს
უნდა დაედგინა, მონაწილეები იმას უფრო ადვილად გაიხსენებდნენ სად მოეძებნათ ინფორმაცია,
თუ თვითონ ინფორმაციას. მონაწილეებს კვლავ წააკითხეს და შემდეგ ააკრეფინეს წინადადებები
და უთხრეს რომ ის შინახებოდა კომიუტერში კონკრეტულ ფაილებში. ამის შემდეგ მონაწილეების
ერთ ჯგუფს სთხოვეს სთხოვეს 10 წუთის განმავლობა აღედგინათ რაც შეიძლება მეტი წინადადება.
მეორე ჯგუფს კი აძლევდნენ წინადადებეს და სთხოვდნენ გაეხსენებინათ თუ რომელ ფოლდერ
შეინახეს ისინი. არმოჩნდა რომ მათ ბევრად უკეთ აღიდგინეს შენახვის ადგილები (45%), ვიდრე თავად წინადადებები (23%). ეს მეტყველებს
იმაზე რომ ადამიანებმა არ იციან ხშირად თავად ინფრომაცია, მაგრამ იციან თუ სად მოიძიონ
იგი.


შეჯამება:


როცაინდიდვიდები ცდილობენ რაიმე რთული ინფორმაციის გახსენებას ისისნი ფიქრობენ კომპიუტერზე.
(1 ექსპერიმენტი)ადამანები
იმახსოვრებენ იმ ინფრომაცია რომელიც მათი აზრით არ იქნება ხელმისაწვდომი ინტერნეტში
და ნაკებად იმახსოვრებენ იმას, რომლის მოძიებაც ინტერნეტში არის შესაძლებელი (2-3 ექსპერიმენტები)ინდივიდები
უკეტ იმახსოვრებენ იმას თუ კომპიუტერში სად ინახება ინფორმაცია, ვიდრე თავდა ინფორმაციას.





ეს კვლევა ცხადყოფს რომ ადამიანის მეხსრება უკვე ადაპტირებულია
ახალ ტექნოლოგიებთან. ტრანსაქტიური მეხსირების დახმარებით ჩვნე უკვე არა მხოლოდ ის
ვიცით რა ინფორმაციას ფლბენ ჩენი ოჯახის წევრები ან თანამშრმლები, არამედ უკვე ისიც
იცით, კომპიუტერში რა ფაილს ან რა გვერდს უნდა მივმართო ინფრომაციის მისაღებად. ჩვენი
მეხსიერება შეიძლებაითქვას რომ კომპიუტერზეა დამყარებული.ლევ უფრო მეტ ინფორმაციაზე
მიგვიწვდებოდეს ხელი, მაგრამ მეორე მხრივ ცუდი, რადგან ვენ კომპუტერზე დამიკიდებულებები
ვხვდებით და გვიჩნდება იმის მოთხოვნილება რომ რეულარულად ხელი მიგვიწვდებოდეს მასზე.


როგორც ავტორი აღნიშნავს ეს წარსული ცხოვრების ნოსტალგია
კი არ არის, არამედ იმის შეხსენებას ემსახურება რომ საჭიროა უფრო ნალებად ვიყოთ დამიკიდებული
კომპიუტერულ ტექნიკაზე. ჩვენ მათზე იმდენად ვართ დამოკიდებული, რამდენადაც ჩვენს თანამშრომლებსა
და ოჯახის წევრებზე როდესაც მათგან ინფორმაცია ვიღებთ. მეტიც ხშირა შემთხვევაში სწორედ
ამის გამო ვწყვეთ მათთან კავშირს რადგან გვირჩვენია ინფრმაცია კომპიუტერიდან მივიღოთ
უფრო სწარფად ადა უფრო ზუსტი. მნიშვნელოვანია ჩვენც ვიცოდეთ ის რაც გუგლმა იცის.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა ნემანიშვილი
თეკლა ნემანიშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0