x
image
მანჩო 777
120 ტონა ნაგვის გროვაში ცოცხლად დამარხულები – ნიუ-იორკელი ძმების უცნაური ისტორია
ეს ამბავი გასული საუკუნის შუა ხანებში მოხდა. ნიუ-იორკის პოლიცია ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობასთან მივიდა, რადგან მათთან შევიდა სიგნალი, რომ სახლში მკვდარი ადამიანი იმყოფებოდა. სახლში შესვლა არც ისე იოლი აღმოჩნდა: მისი შესასვლელი ჩახერგილი იყო ათასნაირი ხარახურით.



ისტორიის დასაწყისი


image


ჰომერმა ძალიან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა, რის შედეგადაც მან დაკარგა მხედველობა და სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. მისი მოვლა უფროს ძმას ლენგლის დააწვა კისერზე, რის გამოც ის სამსახურიდან წამოვიდა. თავდაპირველად ჰარლემში უცნაური ჭორები გავრცელდა ძმების შესახებ, რომლებიც არასოდეს არ გამოდიოდნენ სახლიდან. დრო გადიოდა, ჰარლემის რაიონში სულ უფრო და უფრო მეტი შავკანიანი სახლდებოდა და ლენგლიც სულ უფრო იშვიათად გამოდიოდა სახლიდან. უცნაური ძმების შესახებ ჭორები მალე მთელ ქალაქს მოედო. მათი სახლისათვის თვალის შესავლებად მთელი ქალაქიდან მოდიოდნენ უსაქმურები, ადგილობრივ ქურდებს შორის დადიოდა ხმები, რომ კოლიერების სახლში ენით აუწერელი სიმდიდრე ინახებოდა. მათ რამოდენიმეჯერმე სცადეს სახლის გაძარცვა, მაგრამ უშედეგოდ.



თვითიზოლაცია


image


ლენგლიმ სახლის ფანჯრები სამშენებლო ქვებით ამოქოლა, ამოკეტა აგრეთვე სახლში შესასვლელი კარები და კიდევ უფრო ჩაკეტილად დაიწყო ცხოვრება. მძარცველებისაგან თავის დასაცავად მან მოიფიქრა ეშმაკური ხაფანგები და სახლს გაუკეთა საიდუმლო შესასვლელი, რომელსაც დახელოვნებული ქურდიც კი ვერ მიაგნებდა. დროის უმეტეს ნაწილს ლენგლი ძმის მოვლაში ატარებდა - ზრუნავდა მასზე, აჭმევდა, უცვლიდა, უკითხავდა წიგნებს და უკრავდა მისთვის პიანინოზე. ის სახლიდან მხოლოდ ნაშუაღამევს გამოდიოდა.

ლენგლი დაძვრებოდა ნაგვის ურნებში, აგროვებდა გადაყრილ საჭმელს და ათასნაირ ხარახურას, რომელსაც სახლში ეზიდებოდა. წყალს ის საავტომობილო პარკირებასთან იღებდა ხოლმე. 1930 წლის დასაწყისისათვის ძმების სახლი იმდენად ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ის რემონტისათვის გამოუსადეგრად მიიჩნიეს. ტელეფონი ლენგლის და მის ძმას ჯერ კიდევ 1917 წელს გამოურთეს გადაუხდელობის გამო, თუმცა ამის საჭიროება მათ არც ჰქონიათ-ძმებს არავინ ჰყავდათ ისეთი, ვისაც დაურეკავდნენ. მათი ერთადერთი დამაკავშირებელი გარესამყაროსთან რადიომიმღები იყო, რომელიც ნაგავში ნაპოვნი ნაწილებისაგან თავად ლენგლიმ ააწყო.



ფინალი


image


ჰომერ კოლიერი 1947 წელს გარდაიცვალა. პოლიციაში უცნობმა დარეკა და განაცხადა, რომ ძმების სახლში გვამი იყო. პირველი, რაც ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა შენიშნეს, იყო ის, რომ სახლში შეღწევა ფაქტიურად შეუძლებელი იყო - მისი შესასვლელი გულდაგულ იყო ამოქოლილი. პოლიციამ გადაწყვიტა შეენგრია სარდაფის ამოქოლილი ფანჯრები და აქედან შესულიყო სახლში. 7 კაცისაგან შემდგარი პოლიციის ბრიგადა გზას იკვლევდა გაზეთების, დამტვრეული ავეჯის, საკერავი მანქანების, ძველმანების და კიდევ ათასნაირი ხარახურის გროვაში. მხოლოდ 5-საათიანი "გათხრების" შემდეგ მიაღწია პოლიციამ ჰომერის სხეულს - ის შიმშილისაგან გარდაცვლილიყო.


image


თუ სად გაქრა მეორე ძმა-ეს პოლიციამ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეიტყო - მისი გვამიც სახლში იპოვეს. ლენგლი იწვა ვიწრო საიდუმლო გვირაბში, რომელიც მთლიანად ამოვსებული იყო ძველი დამტვრეული ავეჯით. მის გვერდით ეგდო გაზეთების შეკვრა და ჩანთა, რომელშიც პურის ნატეხები იყო. როგორც ჩანს, ლენგლი ქუჩაში იყო გასული საკვების მოსაპოვებლად და შინ ბრუნდებოდა, როცა მის მიერ დაგებულ ერთ-ერთ ხაფანგში მოყვა. მას თავზე დაემხო ნაგვის უზარმაზარი გროვა, რისი მსხვერპლი გახდა კიდეც.



უცნაური განძეული


პოლიციელებმა ძმების სახლიდან სულ 120 ტონა ნაგავი ამოიღეს. აი რა საგნები იყო იქ:


საბავშვო და თოჯინების ეტლები


დამტვრეული ველოსიპედები


უსარგებლო დაჟანგული იარაღი და გრამაფონები


შუშის სანათები


ბოულინგის ბურთები


კარეტის გასაშლელი სახურავი


სამი ხის მანეკენი მკერავებისათვის


25 000 წიგნი(მათ შორის უმეტესობა სამედიცინო სფეროს განეკუთვნებოდა)


14 პიანინო


მანქანების ძველი საბურავები (28 ცალი)


2 ორღანი, აკორდეონები, ბანჯო, ვიოლინოები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები


უამრავი ძველი ჟურნალ-გაზეთი


8 ცოცხალი კატა


imageimage
image

კოლიერების სახლში არსებული ნაგვის უმეტესი ნაწილი სანაგვეზე გადაყარეს, ზოგი ნივთი დაიტოვეს ქალაქის მუზეუმში გამოსაფენად, შედარებით ფასეული ნივთები კი აუქციონზე გაყიდეს.


imageimageimage

ძმების სიკვდილის შემდეგ აუხსნელი დარჩა ერთი ამოცანა: რატომ ეზიდებოდა ლენგლი სახლში ათასნაირ ხარახურას და რად იკვებებოდა ნარჩენებით? ძმებს ხომ ორი სახლი ჰქონდათ - ჰარლემში და მანჰეტენზე. მათი უძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 91 000 დოლარს გადააჭარბა (2014 წლის გაანგარიშებით ეს თანხა მილიონ დოლარს უდრის).


imageimageimage

ძმების გარდაცვალების შემდეგ სახლი მალე დაინგრა. ის მიწასთან გაასწორეს და ახლა ამ ადგილზე პატარა პარკია გაშენებული.

1
207
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
207
  
2014, 16 სექტემბერი, 1:38
შემეცოდენენ :(
0 1 1