x
image
მანჩო 777
შედგება თუ არა მსოფლიო სენსაცია? შესაძლოა ამფიპოლისში ალექსანდრე მაკედონელის საფლავი აღმოაჩინონ
ჩრდილოეთ საბერძნეთში, ისტორიული მაკედონიის ტერიტორიაზე, ქალაქ სალონიკიდან 105 კილომეტრში მდებარეობს უძველესი ქალაქის ამფიპოლისის ნანგრევები. ეს არის ადგილი, სადაც საფუძველი ჩაეყარა ალექსანდრე მაკედონელის, ანუ დიდი ალექსანდრეს იმპერიას. ამფიპოლისის ბოლოდროინდელი გათხრების შედეგად არქეოლოგებმა მიაგნეს უზარმაზარ სამარხს, რომელიც კედლითაა შემოსაზღვრული.


image


image


არქეოლოგების მღელვარება თავიდან ამ კოლოსალური კედლის აღმოჩენამ გამოიწვია, რადგან მისი სიგრძე 500 მეტრს აღწევს და თითქმის იდეალური წრის ფორმა აქვს. კედელი ტასოსის თეთრი მარმარილოსგანაა აშენებული.


წინასწარი მონაცემებით, სამარხი აშენებულია დაახლოებით 300-325 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და აქვს ალექსანდრე მაკედონელის უახლოესი მეგობრის, არქიტექტორ დინოკრატესეული ხელწერა.


image


image


კედლის ზედა ნაწილში აღმოჩენილია თავმოკვეთილი ლომის ორი ქანდაკება. ისინი მარმარილოსგანაა გამოკვეთილი და თითოეული მათგანის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს. სფინქსების აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ ანტიკურ ხანაში ასეთ ქანდაკებებს ცნობილი მეფეების საფლავების შესასვლელთან დგამდნენ. არქეოლოგებს გაუჩნდათ იმედი, რომ მათი დიდი ხნის ოცნება ახდება და დიდი ალექსანდრე მაკედონელის სამარხი იქნება აღმოჩენილი, თუმცა ჯერჯერობით მკვლევარები დუმილს ამჯობინებენ და გათხრების დასრულებას ელოდებიან, რადგან მთავარ ოთახამდე ჯერ არ მიუღწევიათ.


image


image


ამჟამად გათხრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამფიპოლისისაკენ მიმავალი ცნობისმოყვარე ხალხის ნაკადი არ წყდება, თუმცა გათხრების პერიმეტრს უკვე შემოავლეს ღობე და მას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს.


image


image


გამართლდება თუ არა არქეოლოგების იმედები და იპოვნიან თუ არა ალექსანდრე მაკედონელის სამარხს? ამას დრო გვიჩვენებს.



image

9
263
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
263
  
2014, 14 სექტემბერი, 1:28
ვახ მეც დამაინტერესდა
2014, 12 სექტემბერი, 22:04
გმადლობთ შექებისათვის და პირველ რიგში ინფორმაციის მოწოდებისათვის:)
2014, 12 სექტემბერი, 21:56
ქალის საფლავი მგონია მე ეგ..... ქალის ბიუსტი ამოიღეს გუშინ, თავმოკვეთილი ლომების შემდეგ იდგა 3 მეტრით დაშორებული.... მსოფლიო თვალს ადევნებს გათხრებს....მშვენიერი სტატიაა მადამ......
2014, 12 სექტემბერი, 21:04
:-D ჰოჰოჰ
2014, 12 სექტემბერი, 21:04
ნუ ხარ ბოროტიი, დააცადე, იპოვონ:)
2014, 12 სექტემბერი, 21:02
ვატყობ:-P
2014, 12 სექტემბერი, 21:01
ძალიან საინტერესოა.......
2014, 12 სექტემბერი, 21:00
შენ რა იცი?
2014, 12 სექტემბერი, 20:57
:D ვერ იპოვნიან ეგენი
0 1 9