საზოგადოება ქართველი გოგონების ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო(+ვიდეო და ფოტოები) 2014, 12 სექტემბერი, 13:19 ![]() სამი ქართველი გოგონას მიერ შესრულებულმა სიმღერამ მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ეს ვიდეო ხევსურეთშია გადაღებული და გოგონები სიარულის დროს ძალიან ლამაზად მღერიან. საინტერესოა როგორ აღმოაჩინა ის ერთ-ერთმა მილიონზე მეტი მოწონების მქონე უცხოურმა გვერდმა, როცა საქართველოში მათ შესახებ არც კი იყო ცნობილი. Walk Off The Earth-ფეისბუქის ამ გვერდმა ორი დღის წინ ატვირთა სამი ქართველი გოგოს მიერ შესრულებული ეს ვიდეორგოლი, რომელსაც უცხოელი ფეისბუქის მომხმარებლებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოს კი ასეთი წარწერა გაუკეთდა: "საოცარი მელოდია! მე არ მესმის სიტყვები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მათი მელოდია შთამბეჭდავად ლამაზია! თუ ვინმემ იცის ვინ არის ეს 3 გოგონა, გთხოვთ შეგვატყობინოთ კომენტარებში! ჩვენ გვინდა ვუთხრათ, მათ თუ რამდენად საოცარნი არიან ისინი!" ![]() ვიდეოს 38, 263-ზე მეტი მოწონება, 14, 834 გაზიარება და უამრავი უცხოელის კომენტარი აქვს, რომლებშიც თავის აღფრთოვანებას გამოხატავენ გოგონების მიმართ. როგორც კომენტარებიდან გაირკვა ეს არის ჯგუფი "მანდილი", რომელიც სამი წევრისგან შედგება-თათული მგელაძე, შორენა წიკლაური და ანი ჭინჭარაული. ახლა კი ვიდეო, რომელმაც ასეთი წარმატება მოუტანა ქართველ გოგონებს: გთავაზობთ ჯგუფი "მანდილის" გოგონების ფოტოებს: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 418 4-ს მოსწონს 1-ს არა
|