x
image
მანჩო 777
უცნაური და საინტერესო უახლესი რეკორდები გინესის რეკორდების საიუბილეო წიგნში
დღეს, 11 სექტემბერს, გამოვიდა გინესის რეკორდების მე-60, საიუბილეო წიგნი. წიგნის პირველმა გამოცემამ დღის სინათლე იხილა 1955 წელს და მაშინათვე გახდა ბრიტანული გამოცემების ბესტსელერი. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ზოგიერთი უცნაური და საინტერესო რეკორდი, რომელიც წიგნის წლევანდელ გამოცემაში შევიდა.


ჯეიმს ბონდის ყველაზე გულმხურვალე თაყვანისმცემელი - ის ცხოვრობს ინგლისის საგრაფო ლანკაშირში. 47 წლის ნიკ ბენეტმა შეაგროვა 12 463 ნივთისაგან შემდგარი კოლექცია, რომელიც საიდუმლო აგენტ 007-ს უკავშირდება.


image



ყველაზე მაღალი მოზარდი მსოფლიოში - 1995 წელს დაბადებული ბროკ ბრაუნი. 2014 წლის აპრილში მისი სიმაღლე 2 მეტრს და 17 სანტიმეტრს აჭარბებდა. ის ატარებს უფრო დიდი ზომის ფეხსაცმელს, ვიდრე მის ასაკში შაკილ ონილი ატარებდა.



image


მამაკაცის ყველაზე მოცულობითი აფრო - ვარცხნილობა - ესაა ვარცხნილობა, რომელიც 14, 6 სმ სიმაღლის, 21, 6 სმ სიგანის და 154, 3 სმ გარშემოწერილობისაა.


image



მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიცეპსებით ვაშლების გამსრესი-ლინსი ლინბერგი ლოს-ანჟელესიდან. უწინ ის ბუღალტერი იყო, მაგრამ ბოლო ხანებში მან, ბოლოს და ბოლოს, იპოვა თავის მოწოდება.


image



მსოფლიოში ყველაზე დიდი გიტარა - მისი სიგრძე-13, 3 მეტრია, სიგანე-5, 2 მეტრი და წონა 907 კგ.


image



მსოფლიოში ყველაზე დიდი დისკოთეკის ბურთი- მისი დიამეტრი 10, 33 მეტრია.


image



ყველაზე წვრილი წელი - ამერიკელ კეტი იუნგს აქვს ყველაზე წვრილი წელი მსოფლიოში, მისი გარშემოწერილობა სულ 38, 1 სმ-ია. ქალის წელი დაახლოებით იმ ზომისაა, რამდენიცაა მაიონეზის ქილის დიამეტრი.


image



სიტყვების ყველაზე დიდი რაოდენობა ერთ სიმღერაში-ამერიკელმა რეპერმა ემინემმა თავის სიმღერაში Rap God წარმოთქვა 1560 სიტყვა 6 წუთის განმავლობაში.


image



ყველაზე გრძელი ენა დედამიწაზე-გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით ახალგაზრდა კალიფორნიელ ჭაბუკს ნიკს 10 სმ სიგრძის ენა აქვს.


image



ყველაზე დაბალი კატა მსოფლიოში-ის სულ 13 სმ სიმაღლისაა.


image



მსოფლიოში ყველაზე დიდი კომიქსების კოლექცია-ბობიმ მათი შეგროვება 8 წლის ასაკიდან დაიწყო. ახლა ის 52 წლისაა და მისი კოლექცია 94268 უნიკალურ კომიქსს ითვლის.


image



ყველაზე გრძელი ფეხების პატრონი-სვეტლანა პანკრატოვა და ყველაზე დაბალი ადამიანი მსოფლიოში-ხი პინჯინი. ყოფილი რუსი კალათბურთელი ქალის სიმაღლე 195 სმ-ის, ხოლო მისი ფეხების სიგრძე 132 სმ. ჩინელი ხი პიჯინის სიმაღლე კი სულ 74 სმ-ია.


image


ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი-რობერტ დაუნი უმცროსი, რომლის ჰონორარმა გასულ წელს 76, 7 მილიონ დოლარს მიაღწია.


image



მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილები-მისი პატრონი ლი რედმონდია. ის ფრჩხილებს იზრდის 1979 წლიდან. ლის ხელებზე არსებული ფრჩხილების საერთო სიგრძე 7, 51 მეტრს შეადგენს.


image



ფეხით შესრულებული ყველაზე შორი გასროლა მშვილდისრით-29 წლის ნენსი ზიგფერი გახდა ამ რეკორდის მფლობელი. მან მიზანში მოარტყა 24-სანტიმეტრიან სამიზნეს 6 მეტრი მანძილიდან.


image



ყველაზე მაღალი ადამიანი-თურქი ფერმერი სულთან კიოსენია. მისი სიმაღლე 251 სმ-ს შეადგენს.


image



ყველაზე დიდი წონა, რომელსაც წვერებმა გაუძლო-63, 2 კილოგრამია.


image



მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნიჩბოსანი-ამერიკელი საიმონ ჩოკია. მან ნავით 6-ჯერ გადაცურა ატლანტის ოკეანე და 2-ჯერ ინდოეთის ოკეანე. სწორედ ამ მიღწევების გამო მოხვდა ის გინესის წიგნში.


image



შინაური კატის მიერ შესრულებული ყველაზე გრძელი ნახტომი-ის დაფიქსირდა ტეხასში და შეადგენდა 1, 83 მეტრს.


image



მსოფლიოში ყველაზე დიდი გოლფის ჯოხი-ის არის 4, 39 მეტრი სიგრძის. გამომგონებელმა ამ ჯოხის საშუალებით ბურთი ისროლა 165 მეტრ მანძილზე.


image

0
204
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0