სხვა ადამიანები, რომლებმაც დღეგრძელობის საიდუმლო იციან – ყველაზე უცნაური ტომი დედამიწაზე 2014, 10 სექტემბერი, 10:44 ისინი არ ავადმყოფობენ კიბოთი და შიდსით, ცხოვრობენ ას წელზე მეტს და თითქმის არასოდეს არ ჭამენ ხორცს. მათთვის უცხოა სტრესი, მავნე ჩვევები და დეპრესია. არა, არ იფიქროთ, რომ ტელესერიალის გმირებზე მოგითხრობთ. ისინი ჩვენი პლანეტის რიგითი, ჩვეულებრივი მცხოვრებლები არიან, რომელთაც დიდი ხანია ამოიცნეს დღეგრძელი სიცოცხლის და ბედნიერების საიდუმლო.
შორეულ აღმოსავლეთში, პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს გასაოცარი ადგილი, რომელსაც ადგილობრივები ხუნზას ეძახიან. მდინარე ხუნზა მიედინება დედამიწის ორ ყველაზე მაღალ ქედს შორის - ჰინდუკუშისა და ყარაყორუმის ქედებს შორის. ხუნზას დაბლობი ერთ - ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ დაბლობზე ცხოვრობენ, არანაკლებ უცნაურები და იდუმალნი არიან. აქ მცხოვრები ადამიანები, რომელთაც ხუნზებს უწოდებენ, პრაქტიკულად მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს. სწორედ ამიტომ ასწლეულების განმავლობაში მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ თავიანთი უძველესი კულტურა და ტრადიციები. ხუნზებთან უამრავი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული, თუმცა ერთი რამ ფაქტად რჩება: მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90-დან 110 წლამდეა, ხოლო ბევრი მათგანი 120 წელსაც კი აღწევს. გასაოცარია, რომ ხანდაზმულ ასაკშიც კი ეს ადამიანები მშვენივრად გრძნობენ თავს: მათ არ აწუხებთ წნევა, ქოლესტერინის სიჭარბე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაინც რაშია მათი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის საიდუმლო? დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დაბლობის მცხოვრებლების დღეგრძელობის გასაოცარი უნარი განპირობებული იყო გენეტიკური ფაქტორით. თუმცა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ არანაკლებ დიდი როლს თამაშობს ეკოლოგიური ფაქტორებიც. ეს ფაქტორები თავის თავში შეიცავენ დიეტას, რომელიც ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვებზეა დამყარებული და ცხოვრების აქტიურ ფორმას. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია: სწორი კვება და ცხოვრების მოძრავი წესი ხომ ჯანმრთელობის საწინდარია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ხუნზას ხალხებმა იციან ჯანმრთელობის ელექსირის საიდუმლო, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ და საიდუმლოდ ინახავენ. ამოხსნის თუ არა ოდესმე მეცნიერება ამ საიდუმლოს, ეს არავინ იცის! 648 7-ს მოსწონს
|