x
image
მანჩო 777
ადამიანები, რომლებმაც დღეგრძელობის საიდუმლო იციან – ყველაზე უცნაური ტომი დედამიწაზე
ისინი არ ავადმყოფობენ კიბოთი და შიდსით, ცხოვრობენ ას წელზე მეტს და თითქმის არასოდეს არ ჭამენ ხორცს. მათთვის უცხოა სტრესი, მავნე ჩვევები და დეპრესია. არა, არ იფიქროთ, რომ ტელესერიალის გმირებზე მოგითხრობთ. ისინი ჩვენი პლანეტის რიგითი, ჩვეულებრივი მცხოვრებლები არიან, რომელთაც დიდი ხანია ამოიცნეს დღეგრძელი სიცოცხლის და ბედნიერების საიდუმლო.


image


შორეულ აღმოსავლეთში, პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს გასაოცარი ადგილი, რომელსაც ადგილობრივები ხუნზას ეძახიან. მდინარე ხუნზა მიედინება დედამიწის ორ ყველაზე მაღალ ქედს შორის - ჰინდუკუშისა და ყარაყორუმის ქედებს შორის. ხუნზას დაბლობი ერთ - ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ დაბლობზე ცხოვრობენ, არანაკლებ უცნაურები და იდუმალნი არიან.


image



აქ მცხოვრები ადამიანები, რომელთაც ხუნზებს უწოდებენ, პრაქტიკულად მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს. სწორედ ამიტომ ასწლეულების განმავლობაში მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ თავიანთი უძველესი კულტურა და ტრადიციები. ხუნზებთან უამრავი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული, თუმცა ერთი რამ ფაქტად რჩება: მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90-დან 110 წლამდეა, ხოლო ბევრი მათგანი 120 წელსაც კი აღწევს. გასაოცარია, რომ ხანდაზმულ ასაკშიც კი ეს ადამიანები მშვენივრად გრძნობენ თავს: მათ არ აწუხებთ წნევა, ქოლესტერინის სიჭარბე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაინც რაშია მათი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის საიდუმლო?


image


დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დაბლობის მცხოვრებლების დღეგრძელობის გასაოცარი უნარი განპირობებული იყო გენეტიკური ფაქტორით. თუმცა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ არანაკლებ დიდი როლს თამაშობს ეკოლოგიური ფაქტორებიც. ეს ფაქტორები თავის თავში შეიცავენ დიეტას, რომელიც ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვებზეა დამყარებული და ცხოვრების აქტიურ ფორმას.


image


ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია: სწორი კვება და ცხოვრების მოძრავი წესი ხომ ჯანმრთელობის საწინდარია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ხუნზას ხალხებმა იციან ჯანმრთელობის ელექსირის საიდუმლო, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ და საიდუმლოდ ინახავენ.


image


ამოხსნის თუ არა ოდესმე მეცნიერება ამ საიდუმლოს, ეს არავინ იცის!


image

6
646
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
646
  
2014, 12 სექტემბერი, 10:45
საინტერესო ინფორმაციაა..გარგარის კურკის გული ძალიან გემრიელია, არადა მისი ჭამისაგან თავს ვიკავებდი, რადგან წამიკითXავს, მომწავმვლელ ნივთიერებებს შეიცავსო
2014, 12 სექტემბერი, 10:34
მე გავეცანი სტატიებს ამ ტომის შესახებ,აქაც აქტიურად წერდნენ ამაზე,მათი კვების რაციონში შედის გარგარი და ჭერამი. გარგრის კურკებისგან მეცნიერებმა გამოჰყვეს ნივთიერება ....ამიგდალინი მეორენაირად უწოდებენ B 17...... რომლის გამოყენებაც კიბოს მეტასტაზებს აჩერებს,და აკონსერვებს..... ცნობისათვის,იყიდება ინტერნეტით B17...... ვისაც დაგაინტერესებთ....... სიამოვნებით მივიღებდი პროფილაქტიკის მიზნით..........
2014, 11 სექტემბერი, 0:42
არა სამწუხაროდ :(
2014, 10 სექტემბერი, 21:18
ვეგეტარიანელი ხარ?:)
2014, 10 სექტემბერი, 17:43
გამიხარდა ხორცი რომ არ უყვართ
2014, 10 სექტემბერი, 17:43
ფრიად საინტერესო ტომი ჩანს
0 1 6