სხვა გაცნობის საიტზე ქალებს 400 000$ აწაპნეს 2014, 9 სექტემბერი, 18:55 დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ვინჩესტერის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოთხი მამაკაცი, რომლებმაც თაღლითური გზით 12 ქალს გამოძალეს 250 000 ფუნტი სტერლინგი(400 000$) გაცნობის საიტის მეშვეობით. საქმის მსვლელობისას შემდეგი გარემოებები გაირკვა.ვინმე "ჯეიმს რიჩარდს" სჭირდებოდა ფული იმისთვის, რომ მიეღო მემკვიდრეობა ინდოეთში, რომლის რაოდენობაც 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. მარტო ერთმა ქალმა თაღითებს 174 000 ფუნტი სტერლინგი გადასცა. სქემა:პირველი, -რა თქმა უნდა გაცნობით და ქალის ფიქტიური შებმით იწყებოდა. ვთქვათ იყო ასეთი შინაარსის ტექსი:"ვიცოდი, რომ ჩვენი მეგობრობა გაცნობის დღიდან უფრო და უფრო გაიზრდებოდა, მაგრამ ვერც თქვენ და ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ გულებში სიყვარულის ცეცხლი აინთებოდა." როდესაც თაღლითები შეატყობდნენ, რომ ქალი საპასუხო გრძნობებით პასუხობდა, უკვე იწყებდნენ ნელ-ნელა ფულის გამოძალვას...თავიდან ვითომ იურისტისთვის 700 ფუნტი სტერლინგი სჭირდებოდა.... ასე ავიდა ერთ-ერთი მსხვერპლი, სიუზან ჰარდმანი 174 000 ფუნტ სტერლინგამდე. ოთხ თაღლითს განაჩენს ოქტომბრის თვეში გამოუტანენ. ესენი არიან 28 წლის პიტერ მონტი პორტსმუტიდან, 27 წლის ადევანმი მუზი ჰერმიტაჯიდან და 28 წლის ჩუკვუგა უგვუ და ემანუელ ოკა. გამომძიებელმა დარინ კერიმ ჰამშპირის საგრაფოდან შემდეგი განაცხადა:"დაზარალებულები მოატყუეს, ისინი ფიქრობდნენ, რომ ესაუბრებოდნენ მამაკაცს, რომელიც ჭეშმარიტ სიყვარულს ეძებდა Match.com-ის გაცნობის საიტზე.ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი დახვეწილი ცრუპენტელების მსხვერპლი შეიქმნენ." 51 7-ს მოსწონს
|