შოუბიზნესი მერლინ მონროს უკანასკნელი ფოტოები 2014, 9 სექტემბერი, 16:52 1962 წლის 5 აგვისტოს, ცნობილი მსახიობი მერლინ მონრო ძალზედ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ აღიარებული მერლინი, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც სილამაზისა და ქალურობის ეტალონად არის აღიარებული. მამაკაცებისათვის იდეალურ ქალად და კერპად მიჩნევის ფონზე, მისი ცხოვრება ძალზედ ხანმოკლე და ბედნიერებისაგან შორს აღმოჩნდა. დღემდე, სპეციალისტები ცდილობენ ამოხსნან მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი, თუმცა უშედეგოდ. 1962 წელს, ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ბერტ სტერნმა, 3 დღის განმავლობაში, ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ ოტელში, კინოდივას 2500-ზე მეტი ფოტოპორტრეტი შექმნა. ეს მისი ბოლო ფოტოსესია აღმოჩნდა. ის 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა..... თავად ბერტი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მოხდა მის მიერ გადაღებული მერლინის ფოტოების გამოფენა. „სიმართლე გითხრათ, მე მჭირდება ადამიანი, ვინც ჩემში მხოლოდ კარგს დაინახავს. მე მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემში ცუდსაც დაინახავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც მოისურვებს ჩემთან ყოფნას“. „გაიღიმეთ, იმიტომ რომ ცხოვრება მშვენიერია - ეს ულამაზესი რამ არის და ღიმილისთვის ბევრი მიზეზია“. „ყველა კაცი ერთნაირია. განსხვავებული სახეები კი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის, რომ ქალებმა მათი განსხვავება შეძლონ“. 79 4-ს მოსწონს
|