სხვა მოულოდნელი ნაპოვნი იესოს 300 წლის ქანდაკებაში 2014, 8 სექტემბერი, 23:26 თითქოს გარეგნულად უცნაური არაფერია 300 წლის წინათ გაკეთებულ ქრისტეს ქანდაკებაში, სახელწოდებით "მოთმინების მეუფე" (Lord of Patience), მაგრამ მის შიგნით წლების განმავლობაში გასაოცარი რამ იმალებოდა.
მეცნიერებმა ქრისტეს ქანდაკება გამოიკვლიეს რენტგენის სხივებით, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღოთ მასზე და შოკირებული დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს მეტად უცნაური რამ. მკვლევარები განცვიფრებული დარჩნენ, როცა "მოთმინების მეუფის" თავის შიგნით აღმოაჩინეს კბილები-ეს იყო მკვდარი ადამიანის კბილები. კბილები აბსოლუტურად ჯანსაღი და დაუზიანებელი იყო, რადგან რენტგენის სურათზე ნათლად ჩანს მათი ფესვები. სავარაუდია, რომ ეს კბილები არ ეკუთვნდოდა რომელიმე რელიგიურ მოღვაწეს. ძველ დროში არსებობდა ტრადიცია, რომ მრევლი თავიანთ თმას სწირავდა ქანდაკებების გასაკეთებლად, რომ ეს ქანდაკებები უფრო რეალისტური ყოფილიყო. თუ ამ პრაქტიკას დავეყრდნობით, მრევლის კბილები შესაძლებელია ზუსტად ამავე მიზნით ყოფილიყო გამოყენებული. 309 6-ს მოსწონს
|