x
image
მანჩო 777
"ტყუპების სოფელი" ინდოეთში
სამხრეთ ინდოეთში მდებარეობს პატარა სოფელი კოდინხი, სადაც სულ 2000-მდე კაცი ცხოვრობს. ეს პატარა სოფელი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც "ტყუპების სოფელი", რადგან აქ ყოველწლიურად დაახლოებით 15-16 ტყუპი იბადება. ეს 6-ჯერ მეტია მსოფლიოს საერთო საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე.


image


კოდინხიში ამჟამად 204 წყვილი ტყუპი ცხოვრობს.


image



უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ ინდოეთში ტყუპების დაბადების ზოგადი მაჩვენებელი ძალიან დაბალია, გამონაკლისი მხოლოდ ეს სოფელია.


image


აქ ყოველ 1000 ახალდაბადებულ ბავშვზე 90-მდე ტყუპი მოდის.


image


მკვლევარებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ამ ფენომენის ამოხსნა.


image


სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტყუპების მომრავლება 1949 წლიდან დაიწყო.


image


აქაური ახალგაზრდები თანასოფლელებზე იშვიათად ქორწინდებიან, ისინი მეზობელ სოფლებში ირჩევენ საცოლეებსა და საქმროებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტყუპების რაოდენობა გამუდმებით იზრდება.


image


სანამ მეცნიერები ამ უცნაური ფენომენის ამოხსნას ცდილობენ, სოფლის მცხოვრებლებმა მას სახელი გადაარქვეს და "ტყუპების სოფელი" უწოდეს.


image

image

image

4
128
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
128
  
2014, 8 სექტემბერი, 14:51
მიყვარს ტყუპები :)
2014, 8 სექტემბერი, 13:38
ჰოოო :P
2014, 8 სექტემბერი, 13:37
საყვარლები არიან:)
2014, 8 სექტემბერი, 13:37
მ,აგარია ტყუპები :D
0 1 4