სხვა საოცარი ძაღლი, რომელიც პატრონის მარჯვენა ხელია 2014, 6 სექტემბერი, 11:08 ომსკის ოლქის ქალაქ ტარას მცხოვრებმა საკუთარ ძაღლს ასწავლა წყლის მოტანა, შეშის მოზიდვა და კარტოფილის დათესვა და მოსავლის აღებაც კი.
![]() ომსკის ოლქის პატარა ქალაქ ტარაში ცხოვრობს 4 წლის რიზენშნაუცერი ლიმონი, რომლიც საოცარი ჭკუითა და მოხერხებულობით გამოირჩებვა. თავის პატრონს-პენსიონერ ალექსანდრე მატიცინს ის ეხმარება შეშის მოტანაში, წყლის მოზიდვაში და ასე განსაჯეთ, კარტოფილის დარგვასა და მოსავლის აღებაშიც კი. ![]() ![]() "წვრთნის სპეციალური კურსები მისთვის არ ჩამიტარებია, სახლში ვზრდიდით, როგოც ჩვეულებრივ ოჯახის ძაღლს, -ამბობს ალექსანრდე, -უბრალოდ ახალგაზრდობაში მე თავად ვიყავი კინოლოგი, ვმუშაობდი მილიციაში და ძალიან კარგად მესმის ძაღლების ენა. როცა პენსიაში გავედი, ეს ძაღლი ვიყიდე და ის საოცრად გონიერი აღმოჩნდა. ლიმონი შესანიშნავად ითვისებს ჩემს ყველა შენიშვნას და ერთგული დამხმარესავით დამდევს უკან". ![]() აი რას წერს ადგილობრივი გაზეთი ლიმონის შესახებ:" ალბათ ასეთი სცენა არასოდეს გენებათ ნანახი: გამვლელების გაოცებული მზერის თანხლებით პატრონთან ერთად ქუჩაში ამაყად მოაბიჯებს დიდი შავი ძაღლი, რომელსაც კბილებში ვედრო უჭირავს. ძაღლი ამაყად მიდის არტეზიულ ჭასთან, დგამს ვედროს მიწაზე, დგება უკანა ფეხებზე და საქმიანად იწყებს ბერკეტის ამუშავებას, ავსებს რა ვედროს წყლით. ვედროს ავსების შემდეგ ის ისევ იღებს მას კბილებით და ფრთხილად მიაქვს სახლში, რომ წყალი არ დაეღვაროს". ![]() და კიდევ, ზამთრობით ძაღლი ციგით ასეირნებს ბავშვებს. ალექსანდრე, ამაყობს რა თავისი ერთგული მეგობრით, სისტემატურად აქვეყნებს ლიმონის სურათებს სოციალურ ქსელში. 145 5-ს მოსწონს
|