x
image
beko777
10 ყველაზე საშიში გზა მსოფლიოში

1. სიკვდილის გზა
ეს ბოლივიის გზაა, 40 მილის სიგრძის, ბოლივიის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ გზის გასწვრივ რაიმენაირი დამცავი საშუალებები ჩაედგა, ტურისტების მოზიდვის მიზნით
image

2. ჩინეთი
ეს გვირაბი ჩინეთში 1972 წელს ააგეს, ტურისტები გიჟდებიან მასზე, მაგრამ განსაკუთრებით დიდი წვიმების დროს შესაძლოა გამოუცდელი მძღოლებისთვის ეს გზა სასიკვდილოც აღმოჩნდეს
image

3. ფილიპინები
ეს, საშინელი გზა 150 მილზე გრძელდება, გგონიათ, რომ იმიტომაა საშიში, რომ ბევრი მისახვევ-მოსახვევია? არა - აქ მთავარი კლიდან მუდმივად ცვენადი ლოდებია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მოსახვევი
image

4. ტაივანი
ამ გზამ ტაივანში ბევრი ტურისტი მძღოლის ნერვები შეიწირა, გარდა იმისა, რომ ასშინელ სიმაღლეზეა ეს გზა მუდმივად ტაიფუნების შიშით დადიან აქ მძღოლები, ამ ყველაფერს ხშირი მიწისძვრებიც ერთვის
image

5. რუსეთი
ეს გზა იაკუტისკენ მიმავალი გზაა, "გზას ვამბობ თორემ რა გზააო", სწორედ ამაზეა ნათქვამი, - ისე პრინციპში ამ ერისგან მეტს არც არაფერს უნდა ელოდო - რა გზებიც აქვთ ის ხელისფლებაა :) - ტალახიანი, მყრალი, შმორით
image

6. ნორვეგია
ერთბაშად საშიშიც არის და ლამაზიც, ხო? მაგრამ რა წამსაც ამ გზაზე მანქანით მოხვდებით იმ წამსვე გადაგავიწყდებათ ყოველგვარ სილამაზეზე ფიქრი და აზროვნებაც კი, - სჯობს საჭე მყარად გეჭიროთ ხელში, განსაკუთრებით ზამთარში, თუმცა წელიწადის ამ დროს ამ გზას ხელისუფლება უბრალოდ - კეტავს
image

7. ქაბული-ჯალალაბადის გზა
ავღანეთის მხოლოდ ყველაზე გაბედული და პროფესიონალი მძღოლები ბედავენ ამ გზაზე გავლას და კიდევ ისინი, ვინც უბრალოდ სხვა გზით ვერანაირად ვერ მოხვდება დანიშნულების ადგილზე, ვის მოუვიდა ამ კლეებში ასეთი გზის გაყვანა არავინ იცის, მითუმეტეს იმ ტერიტორიაზე სადაც თალიბანის რაზმები ბუდობენ
image

8. სტელვიო
48 საშინელი, მაგრამ ულამაზესი მოსახვევი, ამ ლამაზი ადგილის დასახელებიდანაც კი ჩანს, თუ რა სილამაზეა გარშემო, მაგრამ რად გინდა? დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უამრავი ძალღონე სჭირდება მძღოლს, რომელსაც 48-ჯერ უწევს საჭის ტრიალი
image

9. ინდოეთი
არასოდეს არ აირჩიოთ ეს გზა ინდოეთში, ზოდჯიში, თუნდაც ექსტრემალური მგზავრობის ფანატი იყოთ და უკიდურესად გულით გინდოდეთ საკუთარი თავის გამოცდა მსგავს გზაზე, რადგან - უბრალოდ რომელიმე მოსახვევში ნერვები გიმტყუნებთ და...
image

10. პაკისტანი
საოცარია ვინ უწოდა პაკისტანში ამ რაღაცა მიწაყრილს - გზა, მაგრამ ფაქტია, რომ ის მსოფლიოს საშიში გზების ათეულში მოხვდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს გზა 8 კილომეტრის სიმაღლეზე გადის, სათქმელი მაშინ არაფერია
image



0
864
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
864
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0