x
image
worldsport.ge
ფინალური შეხვედრა შეიძლება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩატარდეს

imageმოჭადრაკე ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს პლანეტის მოქმედი ჩემპიონი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და ჩემპიონის ტიტულის მაძიებელი ინდოელი ვიშვანათან ანანდი უნდა დაუპირისპირდნენ, შეიძლება კარლსენის გარეშე ჩატარდეს. ფინალური მატჩების სერია 7 ნოემბერს დაიწყება და მას რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრების ჩატარებისათვის, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩოვმა 3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. კარლსენმა ფინალურ სერიაში მონაწილეობაზე უარი შეიძლება პოლიტიკური მიზეზების გამო თქვას. საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა ტკაჩოვზე, რამდენიმე რუს ჩინოვნიკთან ერთად, სანქციები გაავრცელა, რომელსაც მხარი ნორვეგიამაც დაუჭირა.
კარლსენმა ამ დღეებში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. თუ იგი უარს იტყვის ფინალურ სერიაში მონაწილეობაზე, მაშინ ანანდს მის ნაცვლად რუსეთის წარმომადგენელი სერგეი კარიაკინი დაუპირისპირდება.



როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0