სხვა "სწავლის ძირი მწარე არის..." – სკოლისაკენ მიმავალი ყველაზე რთული და სახიფათო გზები მსოფლიოში 2014, 2 სექტემბერი, 14:54 მილიონობით მოსწავლის თუ სტუდენტის გასახარად (თუ საწყენად) პირველ სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დასრულდა ზაფხულის არდადეგები და დაიწყო ახალი სასწავლო წელი. სამწუხაროდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განათლება წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ბავშვს ყოველდღიურად რთული და სახიფათო გზის გავლა უხდება, რათა მიიღოს განთლება, რაც ასე იოლი და ხელმისაწვდომია ჩვენი ბავშვებისათვის. მათ არა აქვთ გზები, ხიდები; ამ ბავშვებისათვის უცხოა მეტრო, სამარშრუტო ტაქსები; მათ არა ჰყავთ მანქანიანი მზრუნველი მშობლები, რომ პირდაპირ სოკლის კარებთან მიაბრძანონ კომფორტულად. ალბათ ასეთი პირობების დროს ნამდვილად აფასებ იმას, რაც გაქვს. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში სკოლისაკენ მიმავალ უცნაურ, რთულ და ხიფათით სავსე გზებს, რომლის გავლა სწავლასმოწყურებულ პატარებს ყოველდღიურად უხდებათ.
5-საათიანი მოგზაურობა ერთი მეტრი სიგანის ბილიკზე მსოფლიოს ყველაზე უდაბურ ადგილზე მდებარე სკოლისაკენ. გულუ, ჩინეთი ![]() ![]() ![]() მოსწავლეები მიდიან სკოლაში დაუმაგრებელი კიბეებით კლდეებზე, Zhang Jiawan, ჩინეთი ![]() ბავშვები სკოლისაკენ მიმავალ გზებზე, ჰიმალაის მთები ![]() მოსწავლეები დაკიდებულ ხიდზე გადასვლის დროს, ინდონეზია ![]() აი ეს ბავშვები კი ყოველდღიურად თოკებით დაკიდებული გადიან 800 მეტრს სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, რიო-ნეგრო, კოლუმბია ![]() ![]() მოსწავლეები, რომლებიც სკოლამდე კანოეებით მიდიან. რიაუ, ინდონეზია ![]() სკოლისაკენ მიმავალი გზა ხის ფესვებით აგებული ხიდის გავლით, ინდოეთი ![]() გოგონა მიდის სკოლაში კამეჩით, მიანმა ![]() სკოლისაკენ მიმავალი გზა ნახევრად დანგრეულ ხიდზე გავლით, სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი ![]() ამ ხის კატერს სკოლაში მიმავალი მთელი სოფლის ბავშვები გადაჰყავს მდინარეზე. პანგურურანი, ინდონეზია ![]() სკოლაში ნავით მიმავალი ბავშვები, ინდოეთი ![]() სახლში დაბრუნება მეცადინეობის შემდეგ, ინდოეთი ![]() სკოლისაკენ....თვითნაკეთი ბამბუკის ტივით, ინდონეზია ![]() 20 კილომეტრიანი მოგზაურობა მთებში სკოლა-ინტერნატისაკენ მიმავალ გზაზე, ჩინეთი ![]() ბავშვები სკოლაში მიდიან გაჭიმული ბაგირის დახმარებით, ბანგლადეში ![]() ![]() მდინარის გადაცურვა გაბერილი საბურავის საშუალებით სკოლისაკენ მიმავალ გზაზე. რიზალი, ფილიპინები ![]() ![]() 262 7-ს მოსწონს 1-ს არა
|