x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარის რიფი
image



















ჯგუფ Led Zeppelin-ის გიტარის რიფი სიმღერიდან Whole Lotta Love ყველა დროის საუკეთესო საგიტარო რიფად იქნა დასახელებული BBC Radio 2-ის მიერ.


კონკურსში მონაწილეობდა 100 გიტარის რიფი, რომლებიც BBC Radio 2-ის, BBC 6 Music-ის დიჯეებმა, მუსიკალურმა კრიტიკოსებმა და პროდიუსერებმა შეადგინეს.


მეორე ადგილი დაიკავა რიფმა სიმღერიდან "Sweet Child O'Mine" Guns 'N' Roses-ის შესრულებით. მას მოყვებიან "Back In Black" (AC/DC) და "Smoke On The Water" (Deep Purple).



ჯგუფ Led Zeppelin-ის გიტარისტი ჯიმი პეიჯი მოხარული და შოკირებულია ხმის მიცემის შედეგებით.

"მინდოდა დამეწერა რიფი, რომელიც ნამდვილად აღტაცებაში მოიყვანდა ადამიანებს, აიძულებდა მათ გაეღიმათ, მაგრამ როდესაც ჯგუფთან ერთად დავიწყე მისი შესრულება მივხვდი, რომ ყველაფერი ოვერდრაივში გადადიოდა.რიფის ჟღერადობა ერთდროულად მუქარის შემცველი და ამასთანავე ალერსიანი იყო."-აღნიშნა გიტარისტმა.


ყველა დროის და ხალხის საუკეთესო გიტარის რიფებში შევიდნენ აგრეთვე მელოდიური მონახაზები სიმღერებიდან "Layla" (Derek And The Dominoes), "Pretty Vacant" (Sex Pistols) და "Enter Sandman" (Metallica).


""Whole Lotta Love"-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგიტარო რიფია XX საუკუნეში-აცხადებს მუსიკალური პროდიუსერი სტივ ლევაინი-როგორ კი გესმით მისი პირველი ორი ნოტი, უკვე ზუსტად ხვდებით თუ ეს რა არის".

image



















ხმის მიცემა BBC Radio 2 მსმენელებისათვის ივლისის ბოლოს დასრულდა.საუკეთესო საგიტარო რიფის კანდიდატები იყვნენ აგრეთვე Arctic Monkeys, The Beatles, Daft Punk და Pink Floyd-ი.


პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

Whole Lotta Love- Led Zeppelin

Sweet Child O'Mine-Guns 'N' Roses
Back In Black-AC/DC
Smoke On The Water-Deep Purple
Layla-Derek and The Dominoes
How Soon Is Now?-The Smiths
Down Down-Status Quo
Money For Nothing-Dire Straits
You Really Got Me-The Kinks
Money-Pink Floyd

0
82
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0